უილშირი: “16 მილიონად არასდროს გამყიდდნენ”
“არსენალის” ნახევარმცველი, ჯეკ უილშირი თავისი თანემემამულისა და თანაგუნდელის, დენი უელბეკის ტრანსფერს გამოეხმაურა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს დენი უელბეკი 16 მლნ. ფუნტად “არსენალში” გადავიდა, რის გამოც უილშირი მიიჩნევს, რომ “იუნაიტედმა” თავისი აღზრდილი არ დააფასა.
მცირე ხნის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, გარი ნევილიც გამოეხმაურა დენი უელბეკის წასვლას და მისი თქმით “იუნაიტედი” არასწორად მოიქცა, რადგან მის მიერ აღზრდილი ფეხბურთელი კონკურენტ გუნდში გაუშვა.
“გარი ნევილმა იცის რასაც ამბობს. მან იმიტომ თქვა ეს, რომ დენი “მანჩესტერ იუნაიტედის” აღზრდილია. არამგონია “არსენალს” სხვა დიდ კლუბში 16 მლნ. ფუნტად გავეყიდე.”
“თანამედროვე ფეხბურთში 16 მლნ. ფუნტი არაფერია. ამ ფასად დენი უელბეკის შესყიდვით სარფიანი გარიგება მოვახდინეთ.”
“სულ უფრო და უფრო ცოტა ფეხბურთელი გადადის ინგლისის ერთი დიდი კლუბიდან მეორეში, განსაკუთრებით ადგილობრივები. ეს არგაგონილი რამაა.”
“დარწმუნებული ვარ, დენის შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ამ სეზონზე. ის დიდ ოსტატობას ფლობს და სარგებელს მოგვიტანს.” – განაცხადა უილშირმა.