უილშირი “სამპდორიაში”: “არსენალმა” 6.2-მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა, “მეთოფეებს” მეტი სურთ!
ჯეკ უილშირმა გასული სეზონი არენდის სახით “უოტფორდში” გაატარა. მიუხედვად ნორმალური სათამაშო დროის რაოდენობისა, 25 წლის ნახევარმცველი მაინც ვერ შევიდა სათანადო ფრომაში. ჯეკი ახლა მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. მას “მეთოფეებთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება.
ვენგერმა განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, უილშირი გუნდში დარჩება. თუმცა, ბრიტანელით დანტერესებული კლუბები მაინც აქტიურობენ. ერთ-ერთი ასეთი სერია ა-ს ბინადარი “სამდორიაა”. კლუბის მთავარ მწვრთნელს, მარკო ჯამპაოლოს ძალიან სურს ჯეკის შეძენა. იტალიური პრესის ცნობით, “სამპდორიას” ხელმძღვანელობამ, სწორედ ნახსენები სპეციალისტის თხოვნით 6.2 მილიონი ფუნტი შესთავაზა “მეთოფეებს.” ინგლისელებმა ეს წინადადება დაბლოკეს და 8.8 მილიონი ფუნტი მოითხოვეს.
საინტერესოა, რა პასუხი ექნებათ ამაზე იტალიაში. თუმცა, როგორც იუწყებიან, “სამპდორია” აპირებს, რომ უილშირის შესაძენად მაქსიმალურად გამოიყენოს ის თანხა, რომელსაც იგი საკუთარი თავდამსხმელის, პატრიკ შიკის სანაცვლოდ ტურინის “იუვენტუსისგან” უახლოეს მომავალში მიიღებს. ჩეხი ფორვარდის საბაზრო ღირებულება კი ამ მომენტში ზუსტად 15 მილიონი ევროა, რაც სრულიად საკმარისა “არსენალის” “მოსათაფლად”.