უილშირმა “კრისტალ პალასთან” შეიძლება ითამაშოს
“არსენალის” ინგლისელმა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა მოირჩინა ტერფის ტრავმა, რომლის გამო 2014 წლის ნოემბრის შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.
“ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ჯეკი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს. წინასწარ არაფერზე არ ვსაუბრობ,”-განაცხადა არსენ ვენგერმა.
“ოქსლედ-ჩემბერლენი ვარჯიშს დაუბრუნდა, მაგრამ მზადყოფნაში არაა. აარონ რემზი ათი დღე დაგვაკლდება”.
გარდა ამისა, ფრანგი სპეციალისტის თქმით, გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ჰექტორ ბელერინი “არწივებთან” სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 26-ე ტურში “არსენალი” “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდება.