უილშირმა ოპერაცია გაიკეთა
“არსენალის” ნახევარმცელმა, ჯეკ უილშირმა ტერფზე მცირე ოპერაცია გაიკეთა.
ინგლისელი ფეხბურთელი გუნდს დიდი ხნით არ დააკლდება, როგორც ეს სხვა შემთხვევებში ხდებოდა.
სავარაუდოა, რომ ჯეკი პირველ მარტს “ევერტონის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
ამ სეზონში, უილშირმა “არსენალის” მაისურით 9 მატჩი ჩაატარა, სადაც თითო-თითო გოლით და საგოლე პასით გამოირჩა.