უილშირმა სქოულზს დაურეკა
“არსენალის” ნახევარმცველი, ჯეკ უილშირი გამოტყდა, რომ პოლ სკოულზს დაურეკა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა იგი გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, რომ მარტის თვის ბოლოს პოლ სკოულზე განაცხადა, რომ უილშირი ვერ პროგრესირებს და მას არაფერი შემატებია თავისი თამაშისთვის. ამის გმაო ჯეკ უილშირმა თავის კერპს მინუსების მითითება მოსთხოვა.
“მახსოვს იმ გადაცემის ყურებისას როგორ გადავიდა იგი “არსენალზე” და ვფიქრობდი: “ნუთუ ჩემი ჯერიც მოვა?” ეს რომ ვინმე უცნობ ფეხბურთელს ეთქვა, ვიტყოდი “რას ამბობ?”, მაგრამ ეს თქვა პოლ სკოულზმა. ჩემთვის ის საუკეთესო ნახევარმცველია ინგლისური ფეხბურთელის ისტორიაში.”
“მას შემდეგ რაც მან თქმა, რომ მე ვერ მოვუმატე, იგი ესაუბრა მამას და რამდენიმე მწვრთნელს. მე მას პატივს ვცემ და ვფიქრობ მას შეუძლია იყოს ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იდეალური მწვრთნელი. მე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ და ამიტომაც მსურდა მასთან გასაუბრება თუ რა მაკლდა.”
“შენ ცხოვრობ ფეხბურთის სამყაროში, სადაც ყოველთვის გაკრიტიკებენ. ცოტათი მეწყინა, რომ კრიტიკა მისგან წამოვიდა. მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში ყველა პროგრესირებს და ეს სწარაფად ხდება. მე მხოლოდ იმის ცოდნა მინდოდა თუ რას ფიქრობდა იგი.”
“გარი ნევილს ვკითხე თუ სად შეიძლებოდა მისი ტელეფონის ნომრის შოვნა. გარიმ კი მომწერა: “რბილად მოეპყარი”
“ჩვენ (სკოულზსა და მე) კარგი საუბარი გვქონდა. ნათლად მითხრა თუ რას ფიქრობდა.”
“მან მიმითითა იმაზე თუ რა მაკლდა და რაზე უნდა მემუშავა და იცით, ის მართალი იყო. როცა პირველად გამოვჩნდი “სცენაზე” იქ იყო მთელი ბლა ბლა ბლა (ქება) და მერე ტრავმა მივიღე.”
“ვერ ვიტყვი, რომ ტრავმებზე საწუწუნო მაქვს რაიმე. დგება დრო, როცა პატარა აღარ ხარ და ვფიქრობ სკოულზს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში”
“მან მითხრა, რომ მე ახალგაზრდა ვარ, რომ მე პოტენციალი მაქვს, რომ მე უნდა დავიწყო მისი პრაქტიკაში რეალიზება. ვფიქრობ ამ სეზონში მოვუმატე, რადგან უფრო მეტი ბურთი გავიტანე, ვიდრე წინაში” – აცხადებს ჯეკი.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/