უილსონი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს
როგორც The Telegraph-ი იტყობინება, “მანჩესტერი” ახალ კონტრაქტს ამზადებს ჯეიმს უილსონისთვის.
წყაროს ინფორმაციით, ჯეიმსით ბევრი წამყვანი ევროპული კლუბი ინტერესდებოდა მანამდე, სანამ ის “ჰალ სიტისთან” დუბლს გაიფორმებდა. ახლანდელი კონტრაქტი ინგლისელს ამ ზაფხულს ეწურება და დიდი ალბათობით ის ამავე თვეს გახანგრძლივდება.
ამ შემოდგომას ადნან იანუზაის გაუხანგრძლივეს კონტრაქტი, მას ხელფასი 1000 ფუნტიდან 30 000 ფუნტამდე გაუზარდეს. ჯეიმსს შემდეგი სეზონიდან უკვე პირველ გუნდში გადაიყვანენ. შეგახსენებთ, რომ მან წლევანდელ სეზონში “იუნაიტედის” U18, U19, U21 და მთავარ გუნდში მოახერხა გოლების გატანა.
ამას გარდა კლუბი ტომ ლოურენსსაც გაუხანგრძლივს კონტრაქტს, რომლის დებიუტიც უილსონთან ერთად შედგა “ჰალ სიტისთან” მატჩში.
წყარო: მანჩსტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/