სატრანსფერო სიახლეები

თარიღი: მაისი 20, 2014

რანიერის ათავისუფლებენ

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ “მონაკო” კლაუდიო რანიერის ათავისუფლებს. ფრანგული მხარე, არ არის კმაყოფილი იტალიელი სპეციალისტის მუშაობით. როგორც იცით, ზაფხულში “მონაკოს” ახალმა მფლობელმა, დიდი ინვესტიციები ჩადო კლუბში, თუმცა როგორც ჩანს ის არ აღმოჩნდა რანიერის მუშაობით კმაყოფილი.

 

კოული “რეალში”?

ბრიტანული პრესა წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეშლი კოული შესაძლოა “რეალში” აღმოჩნდეს. წყაროები იტყობინებიან, რომ კარლო ანჩელოტი 10 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს ინგლისელი მცველის სანაცვლოდ. როგორც იცით, ზამთარში კოულმა კონტრაქტი გაახანგრძლივა “ჩელსისთან”, თუმცა როგორც ჩანს ის მაინც ტოვებს ბრიტანეთს.

 

სანჩესი “ლივერპულსაც” მოუნდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ალექსის სანჩესისთვის “ლივერპულიც” იბრძოლებს. როგორც იცით, ყოფილი “უდინეზელის” შეძენას ამჟამად, ტურინის “იუვენტუსი” ცდილობს.  ჯერ-ჯერობით უცნობია ის თუ, რა თანხას გადაიხდის მერსისაიდული გუნდი ჩილელ ფორვარდში.

 

“პსჟ” აზარში 50 მილიონს იხდის

“პარის სენტ ჟერმენი” მზად არის, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 50 მილიონი ევრო გადაიხადოს ედენ აზარის სანაცვლოდ. როგორც იცით, ფრანგული გუნდი აქამდეც იყო დაინტერესებული, ბელგიელი ნახევარმცველით, თუმცა თანხა უცნობი რჩებოდა. ახლა კი ჯერი მოურინიოზეა, გაუშვებს თუ არა აზარს გუნდიდან.

 

პიკე 2019-მდე “ბარსელონაში”

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” დირექტორებმა და ხერარდ პიკემ შეთანხმებას მიაღწიეს.ახალი ხელშეკრულების თანახმად, ესპანელი მცველი “ბლაუგრანას” ღირსებას 2019 წლამდე დაიცავს. ამ ინფორმაციას “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება და ამატებს, რომ კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება. როგორც იცით, 27 წლის ესპანელი კატალონიურ გუნდში 1997-2004 წლებში ირიცხებოდა, შემდეგ კი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა.

 

99%-ით შოუ “მანჩესტერშია”

goal.com იტყობინება, რომ 99%-ით ლუკ შოუ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია. ჯერ-ჯერობით უცნობია ის თუ, საიდან არის ეს ინფორმაცია ცნობილი, თუმცა ბრიტანული გამოცემა დაჟინებით ადასტურებს ამ ტრანსფერს. როგორც იცით, ლუი ვან გაალი ახალგაზრდა ინგლისელით მოხიბლულია და მის გეგმებში შოუ ყიდვა შედის.

 

ლიხშტაინერი “ჩელსიში”?

“იუვენტუსის” ფეხბურთელი, სტეფან ლიხშტაინერი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა “ჩელსიში” აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ ჟოზე მოურინიოს თავად სურს ფეხბურთელის შეძენა. წყაროს თანახმად, ინგლისელები 7 მილიონ ფუნტს იხდიან ლიხშტაინერის სანაცვლოდ.

 

მილნერს უხანგრძლივებენ, ლესკოტი მიდის

“მანჩესტერ სიტიში” 2 ახალი სიახლეა. ცნობილია, რომ მანუელ პელეგრინის კვლავ სურს, ჯეიმს მილნერის შენარჩუნება, რომელსაც კონტრაქტს უხანგრძლივებენ, თუმცა ინგლისელი მცველი, ჯოლეონ ლესკოტი ტრანსფერზე იქნა დაყენებული. ცნობილია, რომ მისით “ასტონ ვილა” დაინტერესდა.

 

ვან გაალს ჰუმელსი სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ სპეციალისტს, ლუი ვან გაალს, გერმანელი მცველის, მეთ ჰუმელსის შეძენა სურს. ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “იუნაიტედი” ახალ ცენტრალურ მცველს იმატებს, თუმცა ჯერ-ჯერობით კონკრეტულად არცერთი მცველისთვის არ მიუმართავს კლუბს. აქვე, ჰუმელსით “მანჩესტერის” გარდა, “ბარსელონაც” არის დაინტერესებული.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები