უკანასკნელი ტური პირველი ლიგის “ბ” ჯგუფში
დღეს საქართველოს ქალაქებში, პირველი ლიგის “ბ” ჯგუფის პირველი წრის უკანასკენელი ტურის მატჩები გაიმართა.
ხელვაჩაურში “მაჭახელამ” თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო და 3-1 დაამარცხა. გოლები ლაბაძემ (2) და ქორიძემ გაიტანეს. “რკინიგზელთა” მხრიდან კი გიორგი არაბიძემ შეასრულა შედეგიანი დარტყმა
ჩოხატაურის “ბახმარომ” ქედის “ბეთლემს” უმასპინძლა. უხვგოლიანი შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, 3-2 დასრულდა. მასპინძები 2-0-ს იგებდნენ, შონიას და დიდიას გოლებით, მაგრამ კახიანმა(2) და არჩილ არტენაძემ “ბეთლემს” გამარჯვება მოუპოვეს ამ საინტერესო შეხვედრაში.
ბათუმის “დინამო” ჭიათურაში სტუმრობდა და ირაკლი ჩირიკაშვილის 90-ე წუთზე გატანილი გოლით მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ჭიათურელები 53-ე წუთიდან უმცირესობაში იყვნენ.
თბილისში “სასკომ” წყალტუბოს სამგურალი მიიღო და დიდი ანგარიშით, 5-0 დაამარცხა. დუბლი შეასრულეს დავით დიღმელაშვილმა და ალექსანდრე ინწკირველმა. გამოცდილ თანაგუნდელებს, მხარი არახამიამ აუბა.
სამტრედიაში “სტუ” სტუმრობდა და 4-2 დამარცხდა ადგილობრივ გუნდთან. “სამტრედიას” შემადგენლობაში გოლები ბაკურაძემ, ერისთავმა და ბეგაშვილმა (2) გაიტანეს.
გორში, თბილისი “საბურთალო” დილა-2ს შეხვდა. ანგარიში სტუმრებმა მეხუთე წუთზე გახსნეს. გოლის ავტორი, გიორგი ხარაიშვილია. მასპინძლებმა წონასწორობა 59-ე აღადგინეს გორდელაძის გოლით. თუმცა საბოლოო სიტყვა, ლიბერიელმა ლორენცო ლარკმა 81-ე წუთზე თქვა და “საბურთალოს” 2-1 მოაგებინა.
ხობში ადგილობრივი “კოლხეთი” ვანის “სულორს” დაუპირისპირდა და 4-1 დაამარცხა. გოლები ბუკიამ (2), ღლონტმა და ფიფიამ გაიტანეს. სტუმრების შემადგენლობიდან კი, სულაბერიძეა პრესტიჟის გოლის ავტორი.
მაშ ასე, პირველი წრის შემდეგ “ბ” ჯგუფში დაძაბულობაა. პირველ-მეორე ადგილებს ბათმის “დინამო” და “სამტრედია” იყოფენ 31 ქულით. მესამეზე კი, ხელვაჩაურის “მაჭახელაა” რომელიც, ლიდერებს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
აქვე დავამატოთ, რომ 5 დეკემბერს “ბ” ჯგუფის გადადებული შეხვედრა, “სასცო” – “საბურთალო” გაიმართება.