უხვგოლიან დაპირისპირებაში “ლივერპულმა” “ბარნლის” სძლია (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მერსესაიდულმა “ლივერპულმა” საკუთარ კედლებში “ბარნლის” დაამარცხა და უშუალო მეტოქესთან სხვოაბა ერთ ქულამდე შეამცირა.
ანგარიში შეხვედრის მეექვსე წუთზე “ბარნლის” ნახევარმცველმა, ვესთვუდმა გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლებმა მეტოქის საჯარიმოსთან შტურმი მოაწყვეს, რამაც შედეგი მალევე გამოიღო – მე-19 წუთზე ფირმინომ ანგარიში გაათანაბრა. 29-ე წუთზე კი “ლივერპული” უკვე წინ იყო – გოლი სადიო მანემ გაიტანა.
“ენფილდელები” შეხვედრის მეორე ნახევარშიც ტოტალურ უპირატესობას ფლობდნენ. ფირმინომ 67-ე წუთზე დუბლის გაფორმება შეძლო, რასაც თამაშის პირველ დამატებულ წუთზე გუდმუნდსონმა უპასუხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი სადიო მანემ დააფიქსირა – 4:2.