უხვგოლიანი დერბი „ლოკომოტივის“ გამარჯვებით დასრულდა

თარიღი: ოქტომბერი 25, 2015

საქართველოს უმაღლესი ლიგის მეცხრე ტური თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულდა, სადაც „ლოკომოტივმა“ თანაქალაქელი „საბურთალო“ მიიღო. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და „რკინიგზელთა“ გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

არადა, „ლოკომოტივი“ ანგარიშით 3:0 იგებდ.

სათქმელია, რომ პირველ 45 წუთში „საბურთალოელებს“ გოლის გატანის ერთი რეალური შანსიც არ ჰქონიათ – „ლოკომოტივს“ კი მეტოქის კარის აღება სამზე მეტჯერაც შეეძლო.

შეხვედრის დასაწყისში შერმანდინ ართმელაძე „საბურთალოელთა“ საჯარიმოში შევიდა, მისი დარტყმის შემდეგ კი ბურთი ძელს მოხვდა. მე-12 წუთზე „საბურთალოს“ მეკარე ბექა ქურდაძე რატომღაც კარიდან გავიდა და დავით უბილავასთვის ხელის შეშლა სურდა – „ლოკომოტივის“ მოთამაშემ მას აჯობა და ბურთი უკვე ცარიელ კარში გაიტანა – 1:0. ცოტა ხანში ცენტრიდან ართმელაძე დაიძრა, რომელმაც შორიდან დაარტყა – ქურდაძე ამჯერად ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა. მე-20 წუთზე მეტოქის კარის მიმართლებით კვლავ უბილავამ დაარტყა – ქურდაძემ ამ ეპიზოდშიც ივარგა. ორ წუთში ზვიად ქანთარია მარჯვენა საპირისპირო ფლანგზე გადავიდა, მეტოქის საჯარიმოში უპრობლემოდ შევიდა, მაგრამ ქურდაძის მოტყუება ამ ეპიზოდში ვერც მან შეძლო. სამაგიეროდ, 25-ე წუთზე ალექსი ბენაშვილმა მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, სადაც მეორე სართულზე ყველას ართმელაძემ აჯობა და გოლიც გაიტანა. 27-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ მეტოქეები მოატყუა, „საბურთალოს“ კარის მიმართლებით მისი ტექნიკური დარტყმა არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე ხარაიშვილი „ლოკომოტივის“ საჯარიმოში შევიდა და ბენაშვილთან შეჯახების შედეგად, წაიქცა – მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, „საბურთალოს“ ათიანი კი სიმულაციისთვის ყვითელი აბრათით „დაასაჩუქრა“. 38-ე წუთზე გია ჭიაბრიშვილმა ორმაგი ცვლილების გაკეთება გადაწყვიტა – ბიძინაშვილის ნაცვლად მოედანზე ფანცულაია გამოვიდა, გოშთელიანის ნაცვლად – ბექა გვარაძე.

მეორე ტაიმი „ლოკომოტივმა“ ასევე აქტიურად დაიწყო. 49-ე წუთზე ალექსი ბენაშვილმა „საბურთალოს“ კარი მესამედ დაამწუხრა – 3:0.

მესამე გოლის შემდეგ უკვე სტუმართა ჯერი დადგა, მათ გაცილებით აქტიურმა თამაშმა შედეგი გამოიღო. 56-ე წუთზე ალთუნაიშვილმა ერთი შეხებით დაარტყა – მისი შორეული და ძლიერი დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა – 3:1. 58-ე წუთზე ჩიხლაძის ნაცვლად მეოდანზე ვატო არველაძე გამოვიდა. 69-ე წუთზე ხარაიშვილის მიერ შესრულებულ საჯარიმოს მეკარე კუპატაძე დაეუფლა. 73-ე წუთზე კი „ლოკომოტივის“ თავკაცმა ჟერარდ სარაგოსამ მოულოდნელ ცვლილებას მიმართა, გიორგი თექთურმანიძე ვატო არველაძის ნაცვლად შემოვიდა, რომელმაც სულ 15 წუთი ითამაშა.

76-ე წუთზე ნიკა საბანაძე ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შევიდა, თუმცა პასის გაკეთება დააგვიანდა. 78-ე წუთზე ხარაიშვილმა ჯარიმა შეასრულა, კუპატაძემ ბურთი მოიგერია, რის შემდეგაც „ლოკომოტივის“ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც გოშთელიანმა ისარგებლა და ძლიერი დარტყმით ანაგრიში მინიმუმამდე შეამცირა. 81-ე წუთზე „საბურთალომ“ წონასწორობის აღდგენის რეალური შანსი გაუშვა, როდესაც საბანაძის დარტყმული ძელს მოხვდა. ცოტა ხანში დროის გაყვანისთვის კუპატაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.

ძირითად დროს მსაჯმა ოთხი წუთი დაუმატა, რომლის დროსაც მომენტი ორივე გუნდს შეექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

საბოლოოდ, 3:2 და „ლოკომოტივმა“ ამ გამარჯვებით მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა – ახლა, 9 ტურის შემდეგ, „რკინიგზელები“ 7 ქულით მე-14 ადგილზე დარჩნენ, თუმცა „საპოვნელას“ 1 ქულით ჩამორჩებიან. შემდეგ ტურში „ლოკო“ მარტვილის „მერანს“ ესტუმრება.

რაც შეეხება „საბურთალოს“, გუნდი 13 ქულით მე-9 პოზიციაზეა და მომდევნო მატჩს გასვლაზე ფოთის „კოლხეთთან“ გამართავს.

„ლოკომოტივი“ – „საბურთალო“ 3:2
გოლები: უბილავა 12′, არრთმელაძე 25′, ბენაშვილი 49′ – ალთუნაშვილი 57′, გოშთელიანი 78′

„ლოკომოტივი“: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, ჩიხლაძე, ართმელაძე, ხიდეშელი, ქიქავა, ქანთარია, სულთანიშვილი, ბენაშვილი, უბილავა (კ)

„საბურთალო“: ქურდაძე, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, მამუჩაშვილი, ხორხელი, ხარაიშვილი (კ), ჩაბრაძე, ბიძნაშვილი, ალთუნაშვილი, გვარაძე, საბანაძე

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კასილასი რონალდოს: “გულის შეტევა სხვაგან რომ დამმართნოდა, ახლა შენთან ვერ ვილაპარაკე

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო სოციალურ ქსელ Instagram-ში პირდაპირ ეთერში ხშირად ერთვება და კარანტინში ყოფნისას დრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკო როისი: “ბაიერნში” არასოდეს ვითამაშებდი”

მარკო როისმა პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “ბორუსიას” გარდა სხვა არცერთ გერმანულ კლუბში არ ითამაშებდა. შეგახხსენებთ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერდინანდი: “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდალური ფეხბურთელი, რიო ფერდინანდი, აღიარებს, რომ 2008 წელს კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლასთან ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესი: “ნეიმარს “ბარსელონაში” თბილად დახვდებიან”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კატალონიურ გუნდში ნეიმარისა (“პარი სენ-ჟერმენი”) და ლაუტარო მარტინესის (“ინტერი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არ გამიკვირდება, თუ ამ პოსტის შემდეგ რაკიტიჩს გუნდიდან გაუშვებენ” – ხორ

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ხორვატმა ფეხბურთელმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონა...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიოს რეაქცია, როცა მას უთხრეს, რომ ციხიდან ათავისუფლებდნენ (ვიდეო)

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო და მისი ძმა რონალდო ასისი 32-დღიანი პატიმრობის შემდეგ პარაგვაის ციხიდან 1.6 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანო: “მე ბექჰემზე სიმპათიური ვიყავი”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდი გაიხსენა და დევიდ ბექჰემზე კომენტარი გააკეთა. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “როცა მანე პირველად ვნახე, ის რეპერს ჰგავდა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სადიო მანესთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფილიპე ლუისი: “მესისთვის მაისური არასოდეს მითხოვია”

“ფლამენგოს” მარცხენა მცველმა, ფილიპე ლუისმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ბრაზილიელი ფეხბურთელი მადრიდის “ატლეტიკოსR...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამტრედიას” ლეგიონერი: “ჩემს მშობლებს კორონა ვირუსი დაუდგინეს”

“სამტრედიას” ესპანელი ნახევარმცველის, დიეგო დიზის მშობლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ესპანური გამოცემები კი დიზის მდგომარეობით დაინტერესდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიო ციხიდან გაათავისუფლეს

რონალდინიო და მისი ძმა, რობერტო ასისი პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს. ახლა მათ შინაპატიმრობაში ყოფნა მოუწევთ. მოსამართლე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დარკო პერიჩმა “ბარსელონას” ფეხბურთელები სერიალის პერსონაჟებს შეუსაბამა

სერბმა მსახიობმა, დარკო პერიჩმა, რომელიც სერიალში “ქაღალდის სახლი” “ჰელსინკის” როლს ასრულებს, კატალონიის “ბარსელონასR...
წაკითხვა
ფეხბურთი

18 წლის ლუკა მიქაია ზუგდიდის 10 გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა

კვიპროსული “ანორთოსისის” ახალგაზრდა მეკარე 18 წლის ლუკა მიქაია საუკეთესოდ იაზრებს სოციალური პასუხისმგებლობის არსს და საკუთარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდენტმა ჩემპიონატის განახლების სავარაუდო თარიღი დაასახელა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ტურნირის განახლების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი დაასახელა. მისი თქმით, ლა ლიგა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოუ: “თუ ზლატანის გუნდში იყავი და წააგებდი, აუცილებლად მოგკლავდა”

ლუკ შოუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყოფნის პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ შვედმა სუპერვარსკვლავმა 2016/17 წლების [&he...
წაკითხვა