უხვგოლიანი დღე პირველ ლიგაში
დღეს პირველ ლიგაში მირიგი ტური დაიწყო. “ა” ჯგუფის მატჩებთან ერთად, ერთი შეხვედრა “ბ” ჯგუფშიც შედგა. აღსანიშნავია, რომ მატჩები საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა.
საინტერესო გამოდგა “ავაზაზე” გამართული შეხვედრა “ალეგთსა” და “საპოვნელას” შორის, რომელცი სტუმართა დომინირებით არინიშნა. თერჯოლელები მთელი მატჩის განმავლობაში დიდი უპირატესობას ფლობდნენ, რაც “ალგეთის” კარში სამი უპასუხო გოლით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მეკარემ პენალტის მოგერიებაც მოახერხა.
სამწუხაროდ, მატჩის შემდეგ მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. “ალგეთის” გაძევებულმა ნიგერიელმა მცველმა ემანუელ ანიგბომ შეხვედრის მთავარ არბიტრთან გასახდელთან სცადა ურთიერთობის გარკვევა, რაც უსიამოვნო შელაპარაკებაში გადაიზარდა.
გაგაცნობთ დღეს დაფიქსირებულ შედეგებს:
ა ზონა
ალგეთი 0-3 საპოვნელა
იმერეთი 2-4 გაგრა
სქური 2-0 ადელი
კახეთი 2-5 დინამო 2
კოლხეთი 4-0 ჩხერიმელა
ბ ზონა
სასკო 2-1 დილა 2
ხვალ
სამტრედია – ლოკომოტივი
ჭიათურა – კოლხეთი
ბახმარო – სულორი
მაჭახელა – საბურთალო
დინამო ბათუმი – სამგურალი
ბეთლემი – სტუ
ფოტო: fcdinamo.ge