უხვგოლიანი იმერული რანდევუ

თარიღი: ნოემბერი 23, 2014

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის ოთხი შეხვედრა. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მორიგი, რიგით ოცდამესამე იმერული “დერბი” გაიმართა – ადგილობრივმა ”ტორპედომ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა. მატჩი დასრულდა ფრედ 3-3.

იმერეთის მხარის წარმომადგენელი ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ორი კოლექტივი ერთმანეთს თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუპირისპირდა. “ტორპედოსა” და “ზესტაფონის” წინა მატჩი ქუთაისში გასული წლის 24 ნოემბერს, XXV ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურში შედგა და სტუმართა მინიმალური გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

წინა იმერული “დუელისგან” განსხვავებით, დღევანდელი შეხვედრა მომენტებით დახუნძლული და უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიშის გახსნა ზესტაფონელებმა უკვე 6-ე წუთზე მოახერხეს – საკუთარი გუნდის კარგი შეტევა ზუსტი დარტყმით მიხეილ სარდალიშვილმა დააგვირგვინა.

დაწინაურების შემდეგ უპირატესობას ისევ სტუმრები კი ფლობდნენ, თუმცა 22-ე წუთზე მათ გოლი საკუთარ კარში მიიღეს – ოლეგ მამასახლისის ლამაზი შორეული დარტყმა სტუმართა კიპერისათვის აუღებელი გამოდგა. თავის მხრივ, ზესტაფონელებს ისევ დასაწინაურებლად ზუსტად სამი წუთი ეყოთ – 25-ე წუთზე მიზანს გიორგი ილურიძის ზუსტმა თავურმა მიაღწია.

34-ე წუთზე ანგარიში ისევ გათანაბრდა – სტუმართა საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ ოლეგ მამასახლისი გაერკვა და ბურთი ბოიან პავლოვიჩის კარის ბადეში გაახვია. სიტუაციის ისევ სათავისოდ შესაცვლელად მარგველებმა ამჯერადაც სამი წუთი იმყოფინეს – შეტევის მარჯვენა ფლანგიდან განვითარებული შეტევა ზუსტი დარტყმით ჯაბა დვალმა დააგვირგვინა და თავის საგოლე აქტივს XXVI ეროვნულ ჩემპიონატში მოპოვებული მეათე ბალი შესძინა.

მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი ისევ სტუმართა კარნახით წარიმართა. ზედიზედ ორ ეპიზოდში მეტოქის კარის დალაშქვრასთან ძალიან ახლოს იყო ჯაბა დვალი, თუმცა ორივე შემთხვევაში მიმდინარე პირველობის საუკეთესო გოლეადორს მიზანმა უმტყუნა. ის, რაც ვერ მოახერხეს ზესტაფონელებმა, გამოუვიდათ მასპინძლებს – 63-ე წუთზე სტუმართა კართან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ დამატებაზე კარგი თამაშითა და ეროვნულ ჩემპიონატში გატანილი მორიგი გოლით თავი ოთარ კვერნაძემ გამოიჩინა.

რაც შეეხება შეხვედრის დასკვნით ნაწილს, მთელი დღევანდელი მატჩივით, ისიც “მხიარულად” წარიმართა. გადამწყვეტი გოლის გატანის შანსები ორივე მხარეს მრავლად მიეცა, თუმცა ქუთათურთა მესამე გამთანაბრებელი გოლის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. დასანანი ფრე – 3-3.

FCZestafoni.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

თბილისის “დინამოს” კაპიტანი გერმანიაში?

თბილისის “დინამოს” კაპიტანს და ლიდერს, ნიკა ნინუას ევროპული გუნდებიდან მრავალი შემოთავაზება აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ნინუას [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გაუკეთა “მონპელიეს” მცველმა ნეიმარს (ვიდეო)

7 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “მონპელიესა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში მასპინძელთა ფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუნაიტედის” გამარჯვება დერბიში – მანჩესტერი წითლად შეიღება (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას “ეტიჰად სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც გულშემატკივრები მანჩესტერული დერბის საცქერად შეიკრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე და ტომას ტუხელი მბაპეს შეცვლის შემდეგ (ვიდეო)

საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენმა” სტუმრად “მონპელიე” 1:3 დაამარცხა. მატჩის მიწურულს ტომას ტუხელმა კილიან მბაპე [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

გახარიამ და კობიაშვილმა ბათუმში მშენებარე სტადიონი მოინახულეს (ფოტო)

2020 წლის გაზაფხულიდან ბათუმს UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა “მონპელიეს” საჯარიმო დარტყმით ბრწყინვალე გაუტანა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატში, “მონპელიესა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის მიმდინარე მატჩში 74-ე წუთზე ნეიმარმა საჯარიმო დარტყმით ულამა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სონის საოცარი გოლი “ბარნლის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო The commentary 😂😂 pic.twitter.com/G2XnKeqOui — Paul O Keefe (@pokeefe1) December 7, 2019...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი კეინის ლამაზი გოლი “ბარნლის” კარში (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ტოტენჰემსა” და “ბარნლის” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-5 წუთზე ჰარი კეინმა გახსნა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერგიუსონის “ევერტონმა” საშინაო კედლებში “ჩელსი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-16 ტური მერსესაიდული “ევერტონისა” და ლონდონის “ჩელსის” დაპირისპირებამ გახსნა. როგორც მოსალოდნელი იყო, დანკან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მანე: “რატომ არ უნდა ვიფიქრო პირველ ნომრობაზე?”

“ლივერპულის” თავდამსხმელo, სადიო მანე “ოქროს ბურთის” ჯილდოზე მეოთხე ადგილის დაკავებით ამაყობს, თუმცა მას უფრო მეტის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესმა ხუთი ფავორიტი თავდამსხმელი დაასახელა

კატალონიის “ბარსელონას” შემტევმა, ლუის სუარესმა მისი ხუთი ფავორიტი თავდამსხმელი დაასახელა. Bleacher Report-თან ინტერვიუში, ურუგვაელმა ფეხბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დეპაიმ “ნიმს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატში, “ნიმსა” დ “ლიონს” შორის მიმდინარე მატჩის 64-ე წუთზე მემფის დეპაიმ მასპინძელთა კარში ულამაზესი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

სარი: “კრიშტიანუს, დიბალასა და იგუაინს ერთად ვერ ვათამაშებთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, გუნდში სელექციასთან არსებულ პრობლემებზე გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, რომ R...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბეილი “რეალის” ვარჯიშზე გოლფის მოძრაობებს იმეორებდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში მადრიდის “რეალის” ვარჯიშზე გადაღებული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აკეთებს გარეთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო მარტინესი: “აზარი ფეხბურთის მაიკლ ჯორდანია”

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავ ედენ აზართან მაიკლ ჯორდანი გააიგივა....
წაკითხვა