“უკრაინა რუსეთის დროშით უნდა გამოდიოდეს, რადგან უკრაინა რუსეთია”
საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა იგორ კოლიანოვმა უკრაინის ნაკრების ახალ ფორმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მოსკოვის “ტორპედოს”, “უფასა” და ერევნის “არარატის” ყოფილი მწვრთნელი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაა.
“ვისურვებდი მათ ფორმებზე რუსეთის დროშა მენახა. უკრაინა ახლაც ჩვენ გვეკუთვნის. ყირიმიც და მთლიანად უკრაინა ყოველთვის რუსეთის ტერიტორია იყო. ზოგადად, ისინი რუსეთის დროშით უნდა გამოდიოდნენ, რადგან უკრაინა რუსეთია”, – ციტირებს კოლიანოვის სიტყვებს Sports.ru.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისათვის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა, რომელზეც უკრაინის რუკის კონტურებია გამოსახული. ამ კონტურებში მოქცეულია უკრაინის ტერიტორიის ნაწილი – ყირიმის ნახევარკუნძულიც. სწორედ ამის გამო დაიწყო რუსების ისტერია.