უკრაინელი მწვრთნელი: “კანკავას ყოველთვის ჩამოჰქონდა ღვინო”
წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კიევის “დინამომ” პოლტავის “ვორსკლაში” გაანათხოვრა. “ვორსკლას” მთავარმა მწვრთნელმა იური მაქსიმოვმა 20 წლის ნახევარმცველის შესახებ ისაუბრა და იქვე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც გაიხსენა, რომელსაც “კრივბასში” თავკაცობდა.
“გიოს საკუთარი კრიტერიუმები, ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. დაცვაში გუნდის დახმარება დიდად არ შეუძლია, თუმცა შეტევაში დაგვეხმარება. ის შემოქმედებითი ფეხბურთელია, არასტადნარტულ გადაწყვეტილებებს იღებს, განსაკუთრებით კი საჯარიმო მოედანზე.
კარგი ბიჭია, საქართველოდან. თუ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, ღვინოს მაინც ჩამოგვიტანს. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ კანკავას ყოველთვის ჩამოჰქონდა. ქართველებთან სიტუაცია დალაგებული გვაქვს.
ყველაფერი წიტაიშვილზეა დამოკიდებული. ითამაშებენ მხოლოდ ყველაზე ძლიერები, ფეხბურთელებს ვერ მოატყუებ, ისინი ყველაფერს კარგად ხედავენ”, – ციტირებს მაქსიმოვის სიტყვებს ua-football.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის 21 წლამდე ნაკრებში გამოდის.