უკრაინელმა 18-წლამდელებმა ქართველები თბილისში 18 ქულით დაამარცხეს

თარიღი: ივლისი 6, 2014

საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებმა თბილისში, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე საერთაშორისო, ამხანაგური მატჩი გამართა. ქართველებმა უკრაინას უმასპინძლეს და თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ უშანსოდ წააგეს – 59:77.

უკრაინელებს ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონისთვის უნდა ემასპინძლათ, მაგრამ მათ ქვეყანაში შექმნილი არეულობის გამო ტურნირი ბულგარეთში გადაიტანეს. შესაბამისად, უკრაინელებს, როგორც მნიშვნელოვანი ევროფორუმის მასპინძლებს, საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ. ეს საქართველოს ნაკრებმა საკუთარ თავზე გამოსცადა.

არჩილ ჟღენტის გუნდი უკრაინელთა სამწამიან ზონაში ფაქტობრივად ვერ შევიდა, ხოლო რაც შორი სროლებით და ჯაჯგურში ჩაგდებული ბურთებით გამოუვიდა, გამარჯვებას არ ეყო. სიმაღლეში უპირატესობა უკრაინელებმა კარგად გამოიყენეს და ქართველებზე 12–ით მეტჯერ მოხსნეს ფარიდან ასხლეტილი ბურთი. მატჩის დასაწყისში, სანამ თამაში დალაგდებოდა და მეტოქეები ერთმანეთს დაზვერავდნენ, თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. საქართველოს ნაკრები ლევან მასხულიას 2 სამქულიანის წყალობით ლიდერობდა, თუმცა უკრაინელებმა სწრაფი შეტევებით და ფარქვეშ გაბატონებით უპირატესობა მოიპოვეს და საწყისი მეოთხედის ბოლოს გალიდერდნენ – 26:22.

მეორე პერიოდიდან უკრაინელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს, ქართველებს ფარქვეშ არ უშვებდნენ, პერიმეტრზეც ავიწროვებდნენ, თავად კი შეტევაში ხეირობდნენ და უპირატესობას პერმანენტულად ზრდიდნენ. მეორე ათწუთეული სტუმრებმა 17:9 მოიგეს, მესამეში კი კიდევ უფრო შედეგიანები იყვნენ – 20:7. უკრაინის უპირატესობამ 30 ქულას მიაღწია და მატჩის ბედიც მესამე მეოთხედში გაირკვა.

ბოლო პერიოდში ძირითადად სათადარიგოებმა ითამაშეს და ქართველებმა ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს. ჟღნტის გუნდმა ბოლო ათწუთეული 21:14 მოიგო და შეხვედრა 18 ქულით დათმო. მეორე სპარინგ–მატჩი „დინამოს“ ბაზაზე 6 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.

საქართველო 59:77 უკრაინა

22:26, 9:17, 7:20, 21:14

საქართველო: ტაბაღუა (2), მასხულია (17), რევაზაშვილი (8ქ, 5მ), ისიანი (14), გუგეშაშვილი (3); მაჭავარიანი (4), კუტალაძე, გოგობერიშვილი (4), ცირეკიძე, ტურძელაძე, გიორგაძე, გაგუა (7)

უკრაინა: მიროშნიჩენკო (2), მიხაილჩუკი (17), ანტონენკო (6), კარასენკო (9), კობეტცი (16); კაჩენკო (6), ბერიოზკინი (4), ზოტოვი (2), ვოევოდა, რუსლო (5), ლებედინცევი (7), შალამოვი (3)

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის 7 ქულა “მილუოკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

17 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მილუოკი ბაქსთან” 83:102 დამარცხდა. ახალგაზ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე “ჰიუსტონთან” 6 ქულით დაბრუნდა (ვიდეო)

16 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა და 111:102 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ტრავ...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სადებიუტო მატჩი და ქულები NBA-ში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლის მოთამაშის დებიუტი “კლივლენდ კავალიერსის” […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა