უკრაინელმა ჭაბუკმა მორაგბეებმა ქუთაისში იბურთვაეს
11-16 ნოემბერს ქუთაისი უკრაინული ‘დარნიცას’ ჭაბუკ მორაგბეთა ტურნეს მასპინძლობდა. უკრაინელი მორაგბეთა ჯგუფი 1999, 2000, 2001, 2004 და 2005 წლებში დაბადებული ჭაბუკებით იყო დაკომპლექტებული. ტურნეს მსვლელობისას სტუმრებმა რამოდენიმე შეხვედრა გამართეს ქუთაისის აიას სარაგბო სკოლის თანატოლებთან. მათ ასევე მიიღეს მონაწილეობა დასავლეთ საქართველოს სარაგბო ფესტივალებში, რომლებიც საჩხერესა და ქუთაისში გაიმართა.
ჩვენი გუნდი უკრაინის ჩემპიონია. გვინდოდა ჩვენი ძალები უფრო ძლიერ მეტოქესთან ჭიდილში მოგვესინჯა და ამიტომაც სიამოვნებით ვესტუმრეთ ქუთაისს. ძალიან კარგ პირობებში ვართ. სტადიონი იდეალურ მდგომარეობაშია. ბიჭები დიდ გამოცდილებას მიიღებენ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება“ განაცხადა ანდრეი კოვალენკომ – დარნიცას პრეზიდენტმა.
აღნიშნული სტუმრობა საქართველოს რაგბის კავშირის მხრიდან უკრაინული რაგბისადმი თანადგომას წარმოადგენდა, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
დასავლეთ საქართველოს რაგბის კავშირის კოორდინატორს, იოსებ დიაკონიძეს და ,,დარნიცას“ პრეზიდენტს ანდრეი კოვალენკოს გავესაუბრეთ:
,,საქართველოს რაგბის კავშირის და ქუთაისის სარაგბო სკოლის ძალისხმევით, უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო სარაგბო კლუბი კიევის ,,დარნიცა“ მოვიწვიეთ. აღნიშნული სტუმრობა უკრაინული რაგბისადმი თანადგომითაა გამოწვეული. ვცდილობთ კარგი მასპინძლობა გავუწიოთ“ განაცხადა დასავლეთ საქართველოს რაგბის კავშირის კოორდინატორმა, იოსებ დიაკონიძემ.
Rugby.GE