უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში გიორგი არაბიძის გამოძახება სურთ
უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში ქართველი ფეხბურთელის, გიორგი არაბიძის გამოძახება სურთ. Fanebi.Com-ს კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, რომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია დონეცკის “შახტარის” 17 წლის მოთამაშის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს.
არაბიძე არასრულწლოვანია, ამიტომ მას “შახტარის” პირველი გუნდის მაისურით ოფიციალურ მატჩში თამაშის უფლება არ ჰქონდა. საბოლოოდ, დონეცკელთა მთავარი მწვრთნელის, მირჩა ლუჩესკუს მოთხოვნით, უეფამ დონეცკელებს გიორგის განაცხადში შეყვანის უფლება მისცა.
თუმცა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ახალგაზრდა შემტევს მხოლოდ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს და მისი უკრაინის ნაკრებში ხილვა გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ არაბიძემ რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე შვედური “მალმოს” კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.