ულტიმატუმი ლუის ენრიკეს
კატალონიის ,,ბარსელონას” ხემძღვანელობამ ლუის ენრიკეს ულტიმატუმი წაუყენა.
კატალონიურ გრანდში სრული განუკითხაობაა. ხოსეპ მარია ბართომეუმ გუნდის სპორტული დირექტორი დაითხოვა. სუბისარეტას პუიოლიც მიყვა. ესპანელმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო.
El mundodeportivo-ს განცხადებით, კატალონიელებმა გუნდის მთავარ მწვრთნელს ულტიმატუმი წაუყენეს. თუ ,,ბარსა” შემდეგ ორ შეხვედრაში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს,ლუჩო მთავარი მწვრთნელის პოსტს დაემშვიდობება.
სიტუაციის დალაგებაში ფეხბურთელებიც აქტიურობენ. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის კაპიტანი ჩავი ერნანდესი მესისთან საუბარს გეგმავს. მას სურს, მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კონფლიქტი მოაგვაროს.
ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.