უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურის შედეგები

თარიღი: სექტემბერი 29, 2013

დღეს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრები.

დრამატული მატჩი გამოვიდა ბოლნისში, სადაც ადგილობრივმა “სიონმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო. ანგარიში სტუმართა ფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა 46-ე წუთზე გახსნა. ირაკლი სამხარაძემ 47-ე წუთზე გაათანაბრა, 84-ე წუთზე კი აკაკი მიკუჩაძემ “სიონი” სულაც წინ გაიყვანა. თითქოს მატჩი ბოლნისელთა გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთზე ლაშა ჭელიძემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და “ჩიხურას” ქულა მოუტანა.

რუსთავის “მეტალურგსა” და “ზუგდიდს” შორის გამართული მატჩის ბედი 75-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. გოგი ფიფიას შედეგიანი დარტყმის შედეგად, “მეტალურგმა” აქტივში 3 ქულა ჩაიწერა.

შიდა ქართლის დერბი შედგა  გორში, სადაც “დილამ” ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძლა და მეტოქე  3:1 დაამარცხა. ანგარიში მიხეილ გორელიშვილმა შეხვედრის 45-ე წუთზე გახსნა, 57-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ გორელთა უპირატესობა გაზარდა, მანვე 63-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. 87-ე წუთზე პრესტიჟის გოლი უჩა ბურჯანაძემ გაიტანა.

“ზესტაფონსა” და ლანჩხუთის “გურიას” შორის გამართულ მატჩში ერთი გოლი გავიდა. თითქოს შეხვედრა უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, თუმცა მასპინძელთა თავდამსხმელმა ირაკლი ქობალიამ 87-ე წუთზე მაინც შეძლო გატანა და იმერლებმაც საჭირო 3 ქულა მოიპოვეს.

“დინამო არენაზე” “დინამო თბილისმა” მარტვილის “მერანი” მიიღო.  ბევრისთვის მოულოდნელად მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-3 წუთზე ეფექტური დარტყმით გიორგი ლორიას კარის ბადე ბექა ციკოლიამ შეარხია. მე-18 წუთზე დავით კვირკველიამ გაათანაბრა, 51-ე წუთზე კი მანვე დუბლი შეასრულა და თბილისური გუნდი წინ გაიყვანა. ზუსტად ორ წუთში “დინამომ” უპირატესობა გაზარდა, თავი ირაკლი ძარიამ გამოიჩინა. “მერანი” რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა სტუმრებმა ერთი ბურთი მალევე გაქვითეს და ინტრიგა დააბრუნეს: 62-ე წუთზე აკაკი შულიამ ანგარიში 3:2 გახადა. 82-ე წუთზე  შეცვლაზე შემოსულმა პატრიკ ვუომ მატჩის საბოლოო წერტილი დააფიქსირა – 4:2. აღსანიშნავია, რომ მატჩს ლატვიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა.

უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტური ორშაბათს დასრულდება: სვალ, 17:00 საათზე ქუთაისის “ტორპედოსა” და “ვიტ ჯორჯიას” შორის მატჩი აიღებს სტარტს.

სატურნირო ცხრილის ხილვა ჩვენი პორტალის საქართველოს განყოფილების გვერდზე შეგიძლიათ.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

თვეში 30 ათასი ევროდან კვირაში 70 ათასამდე, მაგრამ მაინც ცუდი კონტრაქტი?!

იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვით, მისი ხელფასი 1.5 მილიონი […...
წაკითხვა
ფეხბურთი

წუთში 500-ჯერ! 5 წუთში 1000-ჯერ! ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია!

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან 1-1 ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი ნაკრებიდან ცნობილმა ვებ-გვერდმა კვლავ საუკეთესოდ დაასახელეს. საინტერესო [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტატო ბაციკაძე: “იქნებ, რაღაც ახალი და ზეწარმატებული ეპოქა დაიწყო?”

ტატო ბაციკაძე ნორვეგიასთან ყაიმის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. “ჩვენი ნაკრების მთელი ისტორია ითხოვდა იმას, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესოდ მაინც კვარა-ჟორჟი დასახელდნენ! ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან 1-1 ითამაშა. ცნობილმა ვებ-გვერდებმა, Sofascore-მა და Whoscored-მა საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი, 7.4 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების სასტარტო ნორვეგიის წინაღმდეგ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა. საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია...
წაკითხვა
ფეხბურთი

იაგო ხვიჩია: “იმედია, ასეთი ხუმრობისთვის, ნორვეგიის ნაკრებს სათანადო პასუხს გავცემთ&

იმედია, ნორვეგიის ნაკრებს სამშაბათს სათანადო პასუხს გავცემთ, ასეთი ხუმრობისთვის, მგონია, რომ ჩვენმა ნაკრებმა უნდა უპასუხოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “ყველა დაბნეულები ვიყავით, არ ვიცოდით ხვიჩასთვის რა დაგვეძახა”

იტალიურ მედიასთან ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას სახელისა და გვარის წარმოთქმაზე ისაუბრა. “როცა ხვიჩა გასახდელში შემოვიდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” ამ ზაფხულს “რეალს” კვარას არ დაუთმობს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, უახლოესი 2 თვის განმავლობაში “ნაპოლის” დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იაროვინსკი: “ხვიჩას ფული არ აინტერესებს, მას დიდება და მილიონები ვერ გააფუჭებს”

“რუბინის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “მახსოვს კვარაცხელიას პირველი ვარჯიში &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიელები კვარას ულოცავენ!

ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის დანიშვნის ამბავი იტალიაშიც გავრცელდა და იტალიელები კვარას ულოცავენ და ბედნიერებას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Areanapoli: რა ღირს კვარას სუპერ მანქანა, რომლითაც თბილისში გადაადგილდება?

იტალიური ონლაინ გამოცემა Areanapoli ხვიჩა კვარაცხელიას ახალ მანქანას ეხმაურება, რომლითაც ის რამდენიმე დღის წინ თბილისში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გოლიაა, გოლიიი” – ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის უცნობი ვიდეო

ანა შელია ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, ლოგინშიც ბურთან ერთად არის....
წაკითხვა
ფეხბურთი

“გოლია, გოლი” – ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის უცნობი ვიდეო

ანა შელია ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, ლოგინშიც ბურთან ერთად არის....
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური გრანდი მამარდაშვილში 30 მილიონს იხდის

იტალიური მედიის ინფორმაციით, “ვალენსიას” ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას “იუვენტუსი&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას ქალბატონი ყოველთვის მარადონაზეა: ნიცა თავაძე ერთ მატჩსაც არ აცდენს!

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აქტიურად წერს და კვარას წარმატების ერთ-ერთ მიზეზად მის შეყვარებულს, ნიცა […]...
წაკითხვა