უმაღლესი ლიგა: 21-ე ტურის პრევიუ
სანაკრებო პაუზამდე უმაღესლი ლიგაში 21-ე ტურის მატჩები შედგება. რამდენიმე საინტერესო შეხვედრიდან ყველაზე დიდ ინტერესს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგოთა მოედანზე გასამართი მატჩი იწვევს, სადაც ერთმანეთს “ცხინვალი” და ბათუმის “დინამო” დაუპირისპირდებიან.
ორივე გუნდი მეორე წრეში საკმაოდ დამაჯერებლად ასპარეზობს, განსაკუთრებით ეს ბათუმის “დინამოზე” ითქმის. ზღვისპირელებმა მოგებათა შესანიშნავი სერიის წყალობით გასულ ტურში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლეს და “ცხინვალთან” პირველ წრეში განცდილი მინიმალური მარცხის გამო რევანშიც აღებას ეცდებიან.
გათამაშების ლიდერი ლანჩხუთში ჩავა, სადაც ურთიერთობას ფოთის “კოლხეთთან” გაარკვევს. ფოთელებმა მეორე წრის დაწყებიდან მხოლოდ ერთხელ მოიგეს, უკანასკნელ ტურში კი “ჩიხურაგან” ხუთი გოლი გაუშვეს. ამასოაში მათმა მეტოქემ საკუთარი თამაში იპოვა და ტურებში მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება შეძლო. “დინამოს” შანსებზე ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორაიც მეტყველებს. 52 მატჩიდან თბილისელებმა 35 შემთხვევაში იმარჯვეს, 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 117/37 დინამოს სასარგებლოდ.
ტური ქუთაისში გასამართი იმერული დერბით დასრულდება, სადაც “ტორედო” “სამტრედიას” უმასპინძლებს, რომლისთვისაც აღნიშნული მატჩი ზედიზედ მეორე დერბი იქნება. გასულ ტურში ზამთარაძის გუნდმა “ზესტაფონი” მიიღო და დამაჯერებლადაც დაამარცხა.
წინა შეხვედრა “ტორპედოსთვისაც” წარმატებული იყო. “ვიტ ჯორჯიასთან” გატეხილი ნავსის შემდეგ ქუთათურებმა საშინაო კედლებში “ცხინვალს” შანსი არ დაუტოვეს და ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ მე-9 პოზიციაზეც აღზევდნენ.
ტურის ყველა მატჩი
22.03 | 15:00 | ცხინვალი | -:- | დინამო ბათუმი | დაწვრილებით | |||
22.03 | 15:00 | ვიტ ჯორჯია | -:- | ზუგდიდი | დაწვრილებით | |||
22.03 | 15:00 | მერანი | -:- | გურია | დაწვრილებით | |||
22.03 | 15:00 | დილა | -:- | ჩიხურა | დაწვრილებით | |||
22.03 | 15:00 | კოლხეთი | -:- | დინამო თბილისი | დაწვრილებით | |||
22.03 | 15:00 | მეტალურგი | -:- | სიონი | დაწვრილებით | |||
22.03 | 15:00 | შუქურა | -:- | ზესტაფონი | დაწვრილებით | |||
22.03 | 17:00 | ტორპედო | -:- | სამტრედია | დაწვრილებით |