უმაღლესი ლიგა: 27-ე ტურის პრევიუ
უმაღლესი ლიგა დასასრულს უახლოვდება, სატურნირო ცხრილში კი დაძაბულობა პიკს აღწევს. მომდევნო, რიგით 27-ე ტური სტარტს დღეს ორი მატჩით აიღებს, რომლებშიც უმაღლესში დარჩენისთვის მებრძოლი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
ქობულეთში, “შუქურა”, რომელსაც საუეკთესოთა შორის დარჩენა გარანტირებული აქვს “ვიტ ჯორჯიას” მიიღებს. ვეტერენარები ერთი შეხედვით უშანსოდ იყვნენ, მაგრამ “სიონთან” მოგების, და “ზესტაფონთან” ტექნიკური 3:0-ის შემდეგ კონკურენტებს მიუახლოვდა და კიდევ ერთი გამარჯვებით, შესაძლოა, პლეიოფის ზონაშიც დაიმკვიდროს ადგილი. საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი მარტვილში, სადაც “მერანს” “მეტალურგი” ესტუმრება. მართალია, მარტვილელებმა მეორე წრე ცუდად დაიწყეს და ლობასის გუნდს გავარდნის საფრთხეც შეექმნა, მაგრამ უკანასკნელ მატჩებში მოპოვებული ქულებით მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების ალბათობა ძალიან შემცირდა. “მეტალურგში” არსებული სიტუაციის შესახებ კი ყველამ კარგად იცის. უფულოდ და პირობების გარეშე დარჩენილი გუნდი თამაშს თამაშზე აგებს და უმაღლესის დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატიც არის.
უმაღლესის ლიდერი, გორის “დილა” ტურში ხვალ, ფოთის “კოლხეთთან” საშინაო მატჩით ჩაებმაბა. გორელებს თბილისის “დინამოსთან” სათასო წაგების შემდეგ 8 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვთ, რაც მათ დამაჯერებელ ლიდერობას სავსებით ლოგიკურს ხდის. თუმცა, მოახლოებულ ტურში გორელებს მეტოქეც საკმაოდ უხერხული ჰყავთ. ფოთელებს უკანასკნელი 6 მატჩი არ წაუგითა და ქულები ლიდერთა ჯგუფში მყოფ “სამტრედიას” და “დინამოსაც” დააკარგვინეს.
ტურის ცენტრალური დაპირისპირება ქობულეთში, “ჩელე არენაზე” შედგება, სადაც ბათუმის “დინამო” თბილისის “დინამოს” მიიღებს. შეხვედრის შედეგ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან წაგებული გუნდი საჩემპიონო რბოლას ჩამოშორდება, ფრის შემთხვევაში კი “დილასთან” ბრძოლის გამართვის შანსს ორივე გუნდი დაკარგავს. საქართველოს ყველაზე წარმატებული “დინამოების” ურთიერთშეხვედრების ისტორია საქართველოს ჩემპიონატებში 46 მატჩს ითვლის. აქედან 33-ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 6 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. შეგახსენებთ, რომ ცენტრალური მატჩი სფფ-ის სანქციების გამო უმაყურებლოდ ჩატარდება.
ტურის ყველა მატჩი
08.05 | 17:00 | ვიტ ჯორჯია | -:- | შუქურა | დაწვრილებით | |||
08.05 | 17:00 | მერანი | -:- | მეტალურგი | დაწვრილებით | |||
09.05 | 17:00 | გურია | -:- | სამტრედია | დაწვრილებით | |||
09.05 | 17:00 | ზუგდიდი | -:- | ჩიხურა | დაწვრილებით | |||
09.05 | 17:00 | დინამო ბათუმი | -:- | დინამო თბილისი | დაწვრილებით | |||
09.05 | 17:00 | ტორპედო | -:- | სიონი | დაწვრილებით | |||
09.05 | 17:00 | ცხინვალი | -:- | ზესტაფონი | დაწვრილებით | |||
09.05 | 17:00 | დილა | -:- | კოლხეთი | დაწვრილებით |