უმაღლესი ლიგა: 28-ე ტურის პრევიუ
უმაღლესი ლიგის დასრულებამდე სამი ტური რჩება და სატურნირო ცხრილს გორის “დილა” 5 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გორულ კლუბს ჩემპიონობის საკმაოდ კარგი შანსი აქვს. დღევანდელ ტურში “დილას” ბოლო სერიოზული გამოცდა ელის, რომლის ჩაბარებაც სოსიაშვილის შეგირდებს სამტრედიაში, ადგილობრივ კლუბთან მოუწევთ. მოახლოებულ მატჩს გორელები საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება, რაც მათ შანსებს ბუნებრივია ზრდის. სამტრედიელთა ფიქრები კი თასის ფინალთანაა დაკავშირებული.
გორელთა მდევარი, ბათუმის “დინამო” ძალებს ბოლნისის “სიონთან” მოსინჯავს, რომელიც უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძის. გასულ ტურში ბოლნისელებმა ქუთაისში ბოლო წუთზე დასანანი მარცხი იწვნიეს და 23 ქულით მე-15 პოზიციაზე დარჩნენ. მორიგი წარუამტებელი მატჩის შემთხვევაში ბურდულის გუნდი მდგოამრეობას კიდევ ურთო გაირთულებს. ბათუმელები კი საჩემპიონოდ თუ აღარ, მეორე პოზიციის შესანარჩუნებლად მაინც იბრძვიან და თბილისის “დინამოსთან” ფრის შედმეგ დედაქალაქელებთან უპირატესობის მინიმუმ შენარჩუნებას ეცდებიან.
თავის მხრივ თბილისის “დინამო” საკუთარ შეხვედას საშინაო ასპარეზზე, “ზუგდიდის” წინააღმდეგ გამართავს. მეგრულმა კლუბმა გასულ ტურში “ჩიხურასთან” მოპოვებული ქულით მიმდინარე სეზონის მიზანი შეასრულა და უმაღლესში ადგილის შენარჩუნება მოახერხა. ნათელია, რომ წყვილში აშკარა ფავორიტი თბილისური კლუბია, რომელიც შეხვედრას დისკვალიფიცირებული კაპიტნის, ლაშა თოთაძის გარეშე ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ ლევან წურწუმიას სახით დანაკლისი “ზუგდიდსაც” აქვს.
გამორჩეულ შეხვედრას უმასპინძლებს რუსთავი, სადაც “ფოლადზე” ერთმანეთს უმაღლესიდან გავარდნის მთავარი პრეტენდენტები, “მეტალურგი” და “ვიტ ჯორჯია” გაეჯიბრებიან. წაგებული გუნდი ელიტაში დარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად შეიმცირებს, ფრის შემთხვევაში კი პირველ ლიგაში გამგზავრებას ორივე გუნდი რისკავს. ასე რომ, ხვალ რუსთავში 3 ქულისთვის დიდი ბრძოლა გაიმართება.
ტურის ყველა მატჩი
13.05 | 17:00 | სამტრედია | -:- | დილა | დაწვრილებით | |||
13.05 | 17:00 | კოლხეთი | -:- | მერანი | დაწვრილებით | |||
13.05 | 17:00 | მეტალურგი | -:- | ვიტ ჯორჯია | დაწვრილებით | |||
13.05 | 17:00 | შუქურა | -:- | ცხინვალი | დაწვრილებით | |||
13.05 | 17:00 | ზესტაფონი | -:- | ტორპედო | დაწვრილებით | |||
13.05 | 17:00 | სიონი | -:- | დინამო ბათუმი | დაწვრილებით | |||
13.05 | 17:00 | დინამო თბილისი | -:- | ზუგდიდი | დაწვრილებით | |||
13.05 | 17:00 | ჩიხურა | -:- | გურია | დაწვრილებით |