უმაღლესი ლიგა: მე-11 ტურის პრევიუ
უმაღლესი ლიგის მე-11 ტური სტარტს შაბათს აიღებს, თუმცა მისი და მთლიანად გათამაშების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კვირას, ქუთაისში შედგება, სადაც ადგილობრივ „ტორპედოს“ „დინამო თბილისი“ ესტუმრება.
აღნიშნული გუნდების დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეულია, მიუხედავად იმისა თუ რომელ პოზიციებზე არიან გუნდები და რა მიზნებისთვის იბრძვიან. მიმდინარე გათამაშებაში „დინამოც“ და „ტორპედოც“ ბოლო წლებთან შედარებით განსაკუთრებული სიძლიერით არ გამოირჩევიან, თუმცა ქუთაისში გასამართი მატჩის შედეგის პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც ისედაც საინტერესო მატჩს დამატების ხიბლს მატებს. აღნიშნულ წყვილზე საუბრისას გვერდს ვერც კლუბების გულშემატკივართა შორის არსებულ რბილად რომ ვთქვათ დაძაბულ ურთიერთობას ავუვლით. სამწუხაროდ, უკანასკენლ შეხვედრებს სტადიონზე ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. ბოლო მატჩი სულაც მოედანზე გულშემატკივართა შესვლის გამო ჩაიშალა, რის შედეგადაც „ტორპედომ“ გასული სეზონის დასკვნითი ნაწილი ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარა. იმედი ვიქონიოთ, რომ კვირას ქუთაისში გასამართი მატჩის შემდეგ მხოლოდ ლამაზ ფეხბურთზე მოგვიწევს წერა.
მოახოებულ ტურში გასამართი დაპირიპირებებიდან ინტერეს „ვიტ ჯორჯია“ – „ზესტაფონის“ წყვილიც იწვევს. გეგუჩაძის გუნდს „ფრეების ეპიდემია“ შეეყარა, რომლის დასრულებასაც იმერლები „მცხეთა პარკზე“ ეცდებიან. ტურის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა კი „მიხეილ მესხის“ სათადარიგო სტადიონზე შედგება, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ „სიონი“ და „სპარტაკი“ წარსდგებიან.
01/11/14
02/11/14