უმაღლესი ლიგა: მე-14 ტურის პრევიუ
26 ნოემბერს უმაღლესი ლიგის ბოლო – მე-14 ტურის მატჩები გაიმართება.
Fanebi.Com-ი ნახსენები ტურის პრევიუს გთავაზობთ.
“ტორპედო” – “დინამო” (თბილისი)
ცენტრალური მატჩი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება: „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩში თბილისის „დინამოს“ ვერ დაეხმარებიან ნახევარმცველი, გიორგი პაპუნაშვილი და მცველი, რენე ფერეირა. საფეხბურთო დავების განმხილველმა ტრიბუნალმა სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელებს რენე ფერეირასა და გიორგი პაპუნაშვილს შეუნარჩუნდათ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და თბილისის „დინამოს“ მომდევნო ორ შეხვედრას გამოტოვებენ.
“ლოკომოტივი” – “შუქურა”
უკანასკნელი ტურის ერთ-ერთ მატჩი თბილისში შედგება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივი“ ქობულეთის „შუქურას“ მიიღებს. ამ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თბილისელები 14 ქულით მეოთხე ადგილზე არიან, ქობულეთელები კი, 11-ით მეხუთეზე.
“დილა” – “კოლხეთი”
გორის „დილა“ საკუთარ მოედანზე ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს. გორელები უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, ფოთელები კი, ევრო-ზონაში მოსახვედრად. „დილა“ 14 ქულით მეხუთე ადგილზეა, „კოლხეთი“ კი 18 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. ერთი სიტყვით, ამ შეხვედრაში დიდი ინტრიგა დევს.
“დინამო” (ბთ) – “საბურთალო”
კიდევ ერთი მატჩი, რომელიც წითელ ჯგუფში გაიმართება, ბათუმის “დინამოსა” და თბილისის “საბურთალოს” დაპირისპირებაა. ორივე კლუბი იბრძვის ევროტურნირებზე მოსახვედრად. აქედან გამოდინარე, საკმაოდ დაძაბული მატჩი უნდა გამოვიდეს.
“ჩიხურა” – “ცხინვალი”
ბოლოს კი ვახსენოთ ის მატჩები, რომლებშიც ორი ჯგუფის ორი გამარჯვებული იასპარეზებს. პირველ მათგანში “ჩიხურა” “ცხინვალს” დაუპირისპირდება. იმერლებისთვის ყველაფერი გარკვეულია, თუმცა “ცხინვალისთვის” ეს შეხვედრა გადამწყვეტი იქნება. საქმე იმაშია, რომ კაჭარავას შეგირდები ამჟამად მე-7 ადგილზე იმყოფებიან. ისინი “გურიას” ორი ქულით ჩამორჩებიან; გურულებმა უკვე 12-ივე მატჩი ჩაატარეს. შესაბამისად, მოგების შემთხვევაში, “ცხინვალი” ბოლოს წინა ადგილზე გადავა, ხოლო “გურია” კი უმაღლეს ლიგას დატოვებს.
“სამტრედია” – “ზუგდიდი”
ამ გუნდების შეხვედრა კი თავიდან ბოლომდე ფორმალობა იქნება. “სამტრედიამ” უკვე გაინაღდა საჩემპიონო პლეი-ოფში თამაში, ხოლო მათმა მეტოქემ წინა ტურში ოფიციალურად დატოვა უმაღლესი ლიგა.