უმაღლესი ლიგა: მეექვსე ტურის პრევიუ
უმაღლეს ლიგაში მე-6 ტურის დრო დადგა, რომელიც რამდენიმე გამორჩეული მატჩს გვთავაზობს. ცენტრალური შეხვედრა დღეს ზესტაფონში შედგება, სადაც ადგილობრივი კლუბი ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლებს. წინა ტურის მატჩი ორივე გუნდმა წააგო, ამიტომ დღეს იმერეთში უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი.
კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ხვალ სამტრედიაში შედგება. უმაღლესში დაბრუნებულმა სამტრედიელებმა კარგი სტარტი აიღეს და ხუთი ტურის შემდეგ 10 ქულით მესამე ოპზიციაზე იმყოფებიან. მოახლოებულ ტურში სანაიას გუნდის მეტოქე ქუთაისის “ტორპედო” იქნება. ძოძუაშვილის ხელში ეს კოლექტივი ყოველთვის მებრძლი გუნდი იყო და ასეთად რჩება კიდეც.
ტური თბილისში გასამართი მატჩით დასრულდეა. დინამო არენაზე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი ტრადიციულ მეტოქეს, ფოთის “კოლხეთს” მიიღებს. შეხვედრაში ფავორიტი აშკარაა. ფოთელებმა სეზონი საკმაოდ ცუდად დაიწყეს და 4 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან. თუმცა, “დინამო” მატჩს დანაკლისით ხვდება. თბილისელებს ჩისკო და მიგინეიშვილი ვერ დაეხამრებიან.
20/09/14
21/09/14