უმაღლესი ლიგა: მეთორმეტე ტურის პრევიუ
ხვალ უმაღლესი ლიგის მე-12 ტური აიღებს სტარტს, რომელიც სამ დღეზეა გაწელილი და შაბათს დასრულდება, რის შემდეგაც ქართული საფეხბურთო საზოგადოება მთლიანად სანაკრებო თემატიკაზე გადაერთვება, კლუბებს კი ორკვირიანი პაუზა ელით მომდევნო ტურამდე.
პირველივე სათამაშო დღე გულშემატკივრებს რამდენიმე საინტერეო მატჩით გაანებივრებს. ბოლნისის “სიონი”, რომელიც გასული ტურის შემდეგ უკანასკნელ პოზიციამდე დაქვეითდა, ქუთაისის “ტორეპდოს” გორში უმასპინძლებს. მე-11 ტურში ორივე გუნდმა ერთნაირი ანგარიშით წააგო. საინტერესოა ისიც, რომ “სიონიც” და “ტორეპდოც” აღნიშნულ შეხვედრას მოუგებელი სერიით ხვდებიან. თუმცა, თუ ბოლნისელებმა უკანასკნელ 5 შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს, “ტორპედომ” უკანასკნელი 4 მცდელობიდან 3-ჯერ ითამაშა ფრედ, რაც შედარებით უკეთესი შედეგია.
ფრეების სინდრომი კიდევ ერთ იმერულ გუნდს, “ზესტაფონსაც” ჰქონდა, თუმცა გასულ ტურში გეგუჩაძის შეგირდებმა მცხეთაში დრამატული მატჩი მოიგეს და ხასიათიც გამოისწორეს. მაგრამ, ხასიათის გამოსწორება სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის. მოახლოებულ ტურში ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ “ზესტაფონს” მეორე საფეხურზე დამკვიდრებული “სპარტაკი” ესტუმრება. კაჭარავას გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და “დინამოსთან” დიდი ანგარიშით წაგებას თუ არ ჩავთვლით, მიმდინარ სეზონში ფაქტობრივად ჩავარდნების გარეშე ასპარეზობს.
პირველი დღის უკანასკნელ მატჩს “დინამო არენა” უმასპინძლებს, სადაც გათამაშების ლიდერს ბათუმის “დინამო” ესტუმრება. ზღვისპირელებმა სეზონი კარგად დაიწყეს და სასტარტო ტურებში თბილისის “დინამოს” მდევრებადაც კი მოგვევლინენ, თუმცა ბოლო დროს მათი თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს. ამიტომ, რთული წარმოსადგენია, რომ ბათუმელებმა თბილისელებთან გასვლით შეხვედრაში შეძლონ განსაკუთრებული წინააღმდეგობის გაწევა.
ტური რუსთავში, საკმაოდ თანაბარი წყვილის დაპირისპირებით დასრულდება. მე-12 ტურში “მეტალურგს” მარტვილის “მერანი” ესტუმება. ლობასის შეგირდებმა ბოლო დროს თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორეს, რაც შედეგებზეც აისახა. მარტვილელებს უკვე 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. ასეთ ასპარეზობა სატურნირო მდომარეობაზეც აისახა. რამდენიმე ტურის წინ გასავარდნ ზონასთან მყოფი გუნდი ახლა მე-6 პოზიციაზეა და ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობასაც უწევს.
ტურის ყველა მატჩი:
-
06.11 14:00 ჩიხურა -:- ზუგდიდი დაწვრილებით 06.11 14:00 ზესტაფონი -:- სპარტაკი დაწვრილებით 06.11 14:00 სამტრედია -:- გურია დაწვრილებით 06.11 17:00 დინამო თბილისი -:- დინამო ბათუმი დაწვრილებით 07.11 14:00 კოლხეთი -:- დილა დაწვრილებით 08.11 14:00 შუქურა -:- ვიტ ჯორჯია დაწვრილებით 08.11 14:00 მეტალურგი -:- მერანი დაწვრილებით 06.11 14:00 სიონი -:- ტორპედო დაწვრილებით