უმაღლესი ლიგა: მეცხრე ტური დასასრულს მიუახლოვდა
დღეს, საქართველოს ქალაქებში გამართული 5 მატჩით უმაღლესი ლიგის მეცხრე ტური დასრულდა. დღევანდელი შეხვედრები საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგმა.
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში გორის “დილამ” “ზესტაფონს” უმასპინძლა. ანგარიში სტუმრებმა 21-ე წუთზე, დვალის გოლით გახსნეს და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს კიდეც. გორელებმა გათანაბრება მე-60 წუთზე, ხიდეშელის ავტოგოლით შესძლეს. მალევე მასპინძლები წინ გავიდნენ. ამჯერად გატანილი გოლის ავტორი ირაკლი მოდებაძე გახდა. “ზესტაფონმა” მატჩის გადარჩენა ბოლო წუთზე, დვალის მიერ შესრულებული ზუსტი პენალტით შესძლო.
საინტერესო და დრამატული გამოდგა ქუთაისში გამართული მატჩი, სადაც ადგილობრივმა “ტორპედომ” ლანჩხუთის “გურიას” უმასპიძლა. მასპინძლები 70-ე წუთისთვის კვერნაძის დუბლით 2:0-ს იგებდნენ, თუმცა ჯერ ბონდარენკოს ავტოგოლის და შემდეგ შალამბერიძის ზუსტი პენალტის წყალობით გურულებმა ანგარიში გაათანაბრეს და ქუთაისიდან ქულა წამოიღეს.
18/10/14
მეტალურგი 1-1 სამტრედია
გოლები: გორგიაშვილი 34′ (0:1); სიხარულიძე 62′ (1:1)
მერანი 2-0 სიონი
გოლები: ფონიავა 34′ ; ციცხვაია 58′
ვიტ ჯორჯია 0-1 დინამო თბილისი
გოლი: ჩისკო 37′
19/10/14
კოლხეთი 2-2 შუქურა
გოლები: ჩელებაძე 9′ (0:1); სიჭინავა 11′ (1:1); კაკულია 13′ (2:1); კუტალია 39′ (2:2)
დილა 2:2 ზესტაფონი
გოლები: დვალი 21′ (0:1); ხიდეშელი 60′ (ს.კ. 1:1); მოდებაძე 72′ (2:1); დვალი 90′ (2:2);
სპარტაკი 2:1 ჩიხურა
გოლები: კორიფაძე 10′ (0:1); ლექვთაძე 84′ ; 85′ (2:1)
დინამო ბათუმი 2:0 ზუგდიდი
გოლები: ტატანაშვილი 45′ ; თევდორაძე 79′
ტორპედო 2-2 გურია
გოლები: კვერნაძე 34′ ; 70′ (2:0); ბონდარენკო 72′ (ს.კ. 2:1); შალამბერიძე 79′ (2:2)