უმაღლესი ლიგა: მეცხრე ტურის პრევიუ
სანაკრებო პაუზის შემდეგ უმაღლესი ლიგა მეცხრე ტურის შეხვედრებით ბრუნდება. შაბათის მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს მცხეთაში გასამართი დაპირისპირება იწვევს, სადაც “ვიტ ჯორჯია” გათამაშების ლიდერს, “დინამოს” უმასპინძლებს. პრინციპული მეტოქეების მატჩები ყოვეთვის დაძაბულობით გამოირჩება და გამონაკლისით ალბათ არც ხვალინდელი თამაში იქნება.
ანალოგიური ხასიათის უნდა გამოდგეს კვირას, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე გასამართი “სპარტაკისა” და “ჩიხურას” შეხვედრა. ლიდერთა ჯგუფში მყოფ გუნდებს შორის სხვაობა სულ რაღაც ერთი ქულაა, ამიტომ აღნიშნულ მატჩს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექნება.
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას კი გორი უმასპინზლებს, სადაც ადგილობრივი “დილას” “ზესტაფონი” ეწვევა. იმერლებს არც თუ ისე კარგი სტარტის შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება სჭირდებათ, თუმნება. ცა გორელებთან ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. მიუხედავად ფინანსური პრობელმებისა, ახალგაზრდა სპეცილაისტის, უჩა სოსიაშვილის მიერ გაწვრთნილი “დილა” ჯერჯერობით საკმაოდ კარგად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. ლიდერ “დინამოსთან” ჩამორჩენა კი მხოლოდ სამი ქულაა. ერთმანეთის წინააღმდეგ “დილას” და “ზესტაფონს” 25 მატჩი აქვტ ჩატარებული და ამ კომპონენტში უპირატესობა აშკარად იმერლების მხარესაა. ზესტაფონელება გამარჯვება 15-ჯერ მოახერეს, 8 მატჩში გორელებმა გაიმარჯვეს, ხოლო 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
18/10/14
19/10/14