უმაღლესი ლიგა: პირველი წრე დასასრულს მიუახლოვდა

თარიღი: დეკემბერი 6, 2014

დღეს, თბილისსა და ქობულეთში უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლო, მე-15 ტური ორი მატჩით აიღებს სტარტს.

მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ცხინვალის “სპარტაკი” ფოთის “კოლხეთს” მიიღებს და ზამთრის არდადეგებზე გასვლის წინ მესამე ადგილზე დაბრუნებას ეცდება. ცხინვალელებმა აღნიშნული პოზიცია გასულ ტურში რუსთავში დაკარგეს. მათ უშუალო კონკურენტ “სამტრედიას” კი მარტვილის “მერანთან” ელის დაპირისპირება. მარტვილელები მთელი სეზონის განმავლობაში მეტოქეებს სწორედ სამტრედიაში მასპინძლობდნენ, თუმცა ბოლო ტურის შეხვედრას ზესტაფონის “დავით აბაშიძეზე” ჩაატარებენ.

დღის მეორე შეხვედრას ქობულეთი უმასპინძლებს, სადაც აჭარული დერბი გაიმართება. უმაღლესში დაბრუნებული ზღვისპირული კლუბებიდან უფრო წარმატებულად ბათუმელები ასპარეზობენ. “დინამომ” ზედიზედ სამი შეხვედრის მოგება და მეხუთე პოზიციაზე აღზევება შეძლო. წლის ბოლო ტურის შემდეგ კი ბათუმელებს სამეულში მოხვედრაც კი შეუძიათ. შეადრებით მოკრძალებულია ქობულეთური გუნდის გეგმები, თუმცა “შუქურამ” ყველას თავი როგორც საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი დაამახსოვრა და იოლად საქმე არც ბათუმელებს ექნებათ.

კვირას გასამართი დაპირისპირებებიდან ინტერესს მცხეთაში ჩასატარებელი მატჩი იწვევს. მეორე საფეხურზე მყოფი გორის “დილა” ბოლოდან მეორეზე მყოფ “ვიტ ჯორჯიას” ესტუმრება. გორელებს “დინამოს” მარცხის შემთხვევაში გალიდერების და ზამთრის ჩემპიონის წოდების მოპოვების შანსი აქვთ, რისთვისაც არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფ “ვეტერინარებთან”, რომლებიც ჩემპიონატში უკვე 8 მატჩია ვერ იგებენ, ბოლომდე იბრძოლებენ.

“დინამოს” ბოლო ტურში ივანწმინდაში ტრადიციულად რთული მატჩი ელის. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თბილისელები ამ რთული შეხვედრების მოგებასაც ახერხებენ და ასევე ტრადიციულად ამას ჩისკოს გოლებით აკეთებენ. თბილისელთა ესპანელი კაპიტნისთვის ხსენებული შეხვედრა უმაღლეს ლიგაში უკანასკნელი, ხოლო “დინამოს” შემადგენლობაში ბოლოსწინა იქნება. როგორც უკვე მოგეხსენებათ, 11 დეკემბერს ასევე “ჩიხურასთან” გასამართი შეხვედრა ჩისკოსთვის კარიერაში უკანასკნელი იქნება.

 

ტურის ყველა მატჩი

06.12 14:00 მერანი მერანი -:- სამტრედია სამტრედია დაწვრილებით
06.12 14:00 სპარტაკი სპარტაკი -:- კოლხეთი კოლხეთი დაწვრილებით
06.12 14:00 დინამო ბათუმი დინამო ბათუმი -:- შუქურა შუქურა დაწვრილებით
07.12 14:00 ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია -:- დილა დილა დაწვრილებით
07.12 14:00 ტორპედო ტორპედო -:- მეტალურგი მეტალურგი დაწვრილებით
07.12 14:00 ზუგდიდი ზუგდიდი -:- ზესტაფონი ზესტაფონი დაწვრილებით
07.12 14:00 გურია გურია -:- სიონი სიონი დაწვრილებით
07.12 14:00 ჩიხურა ჩიხურა -:- დინამო თბილისი დინამო თბილისი დაწვრილებით

 

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 25 ივნისს შეცვლილი ფორმატით განახლდება!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე მომდევნო კვირის განმავლობაში კრისტალბეთ ეროვნული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ვიქტორ ვალდესმა ესპანური კლუბს გაწვრთნის

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, ვიქტორ ვალდესი, ესპანური კლუბის სადავეებს ჩაიბარებს. 38 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” ექს-პრეზიდენტი: “ნეიმარი მსოფლიოს მეორე საუკეთესო ფეხბურთელ

კატალონის “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი, სანდრო როსელი, თვლის, რომ “ბლაუგრანამ” აუცილებლად უნდა სცადოს ნეიმარის “კამპ ნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “ჰაკიმის მიზანი “რეალში” თამაშია”

გერმანული ბუნდესლიგის ყველაზე სწრაფ ფეხბურთელს მადრიდის “რეალში” სურს თამაში. ამ ინფორმაციას აჩრაფ ჰაკიმის აგენტი, ალეხანდრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედერაციამ ავსტრიული ბუნდესლიგის ლიდერს 12 ქულა დააკლო

ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის ლიდერ “ლასკს” კორონავირუსის პანდემიისგან თავის დასაცავად შექმნილი პროტოკოლის დარღვევისთვის 12 ქუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რევოლუციური ნოუ-ჰაუ “ორჰუსისგან” — აკრძალვის მიუხედავად, კლუბმა ფანები სტადიონ

28 მაისს დანიის ჩემპიონატი “ორჰუსსა” და “რანერსს” შორის 21-ე ტურის მატჩით განახლდა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანიის ჩემპიონატი საოცარი გოლით განახლდა (ვიდეო)

28 მაისს დანიის ჩემპიონატი “ორჰუსსა” და “რანერსს” შორის 21-ე ტურის მატჩით განახლდა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” ეშლი იანგს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მილანის “ინტერი” ეშლი იანგს შრომით ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” წერს. როგორც მოგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შტუტგარტმა” “ჰამბურგი” 92-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა (ვიდეო

“შტუტგარტი” 3:2 “ჰამბურგი” გონსალო კასტროს გოლი 92-ე წუთზე იხილეთ ვიდეო Stuttgart 3-2 Hamburger SV⚽️: Gonzalo […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში?

გიორგი ქოჩორაშვილი “ლევანტეს” მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “AS”-ი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერია A 20 ივნისს განახლდება

ბრუნდება იტალიური ფეხბურთიც. არაერთი უცხოური გამოცემა იუწყება, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 27-ე ტური 20 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ლევან ხარაბაძე “დინამოში” დაბრუნდა

თბილისის “დინამოს” შვეიცარიიდან მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გუნდის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ “იუვენტუსს” ტოვებს?

მიმდინარე სეზონის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსი” დატოვოს. ამ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით იტალიელი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება “არსენალის” საგარეო ფორმა მომდევნო სეზონში (ფოტო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელშიც აღბეჭილია, თუ როგორი იქნება ლონდონის “არსენალის” საგარეო ფორმა 2020-2021 წლების სეზონში....
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის სეზონი 17 ივნისს განახლდება

ბრიტანეთში ფეხბურთის განახლებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს – პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონი 17 ივნისს […]...
წაკითხვა