უმაღლესი ლიგა – პრევიუ
დღეს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპი აიღებს სტარტს. გთვაზაობთ ტრადიციულ პრევიუს.
“ჩიხურა” – “სიონი”
პირველი ეტაპი: 2-2, 1-1
25 მარტი, ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 15:00
მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ზ.ფიფია, ი.უკლება, ბ.ნინუცა (1 დამ.ასისტენტი), გ. ყრუაშვილი (2 დამ.ასისტენტი), ხ.გაგნიძე (სათადარიგო)
ივანწმინდაში გასამართი მატჩი ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად უნდა ჩავთვლოთ. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე სწორედ “ჩიხურას” და “სიონის” შეხვედრა იწვევს ყველაზე დიდ ინტერესს.
აღნიშნული გუნდების პირველი ეტაპის ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. დღეს კი, გამარჯვებას როგორც მასპინძლებისთვის ისე სტუმართა გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
დისკვალიფიკაციის გამო “ჩიხურას” გამოცდილი გივი კვარაცხელია დააკლდება, ხოლო “სიონს” გიორგი კახელიშვილი.
“დინამო” – “გურია”
პირველი ეტაპი: 2-1, 3-1
25 მარტი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”, 18:00
მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, ბ.ჭიჭინაძე, გ.ჩიგოგიძე, ლ.სილაგავა (სათადარიგო)
“დინამო არენაზე” ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლებს. ძნელი სავარაუდოა, რომ გურულები ექვსეულში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ. მათი პროგრამა მინიმუმი ამ სეზონში უკვე შესრულებულია.
თბილისელებს საჩემპიონო რბოლაში მორიგი სამი ქულის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ.
“ზესტაფონი” – “მეტალურგი”
პირველი ეტაპი: 0-0, 2-1
25 მარტი, ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”, 18:00
მსაჯები: ჯ.ხორავა, ი.მაჩიტიძე, ზვ.ერქვანია, მ.ბეუქლიშვილი
ზესტაფონში სტუმრად რუსთავის “მეტალურგი” ჩადის. ამ ორი გუნდის შეხვედრა ყოველვის დიდი ინტერესს იწვევს და დიდი დაძაბულობითაც გამოირჩევა.
შესანიშნავ ფორმაში მყოფ გია გეგუჩაძის შეგირდების წესით და რიგით გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ. “ზესტაფონს” პირველ წრეშიც რომ ასე დმააჯერებლად ეასპარეზა, “დინამოს” უპირატესობა ახლა ასეთი დიდი ნამდვილად არ იქნებოდა.
“დილა” – “მერანი”
პირველი ეტაპი: 3-0, 1-2
26 მარტი, გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”, 15:00
ზედა ექვსეულს ხვალ ქვედაც შეუერთდება და ლიგაში ადილის შესანარჩუნებელი ბრძოლაც დაიწყება.
გორული კლუბი მარტვილის “მერანთან” შეხვედერას მთავარი მწვრთნელის, რამაზ სოლოღაშვილის გარეშე ხვდება. ახალგაზრდა სპეციალისტმა თანამდებობის დატოვების გატაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ მატჩზე “დილას” სოლოღაშვილის თანაშემწეები გაიყვანენ.
გორში გასამართ მატჩს უდიდესი მნიშნველობა აქვს სტუმართა გუნდისთვის. “მერანს” უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად მაქსიმალურად ბევრი მატჩის მოგება სჭირდება.
“ვიტ-ჯორჯია” – “ზუგდიდი”
პირველი ეტაპი: 0-0, 1-0
26 მარტი, მცხეთა, “მცხეთა პარკი”, 15:00
გადარჩენისთვის ბრძოლა მცხეთაშიც გაიმართება. პირველი ეტაპის დასკვნით ტურში ორივე გუნდმა მოიპოვა გამარჯვება, რაც იმის მანიშნებელია რომ “ვიტიც” და “ზუგდიდიც” დანებებას არ აპირებს. უშუალო კონკურენტთან შეხვედრაში კი, გამარჯვების მოპოვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.
“ტორპედო” – “სპარტაკი”
პირველი ეტაპი: 0-1, 1-0
26 მარტი, თბილისი, “მიხეილ მესხი”, 15:00,
მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ლ.თოდრია, გ.ელიკაშვილი, თ.გვანცელაძე
ქუთაისის “ტორპედო” “მიხეილ მესხზე” გულშემატკივრის გარეშე უმასპინძლებს ცხინვალის სპარტაკს. ორივე გუნდს ჰაერივით ესაჭიროება სამი ქულა. თუმცა “ტორეპდოს” მდგომარეობა, სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, უფრო მომგებიანია. ასე რომ, ძოძუაშვილს თავისი საყვარელი დაცვითი ფეხბურთის თამაშის საშუალებაც მიეცემა.