უმაღლესი ლიგის პირველი ტური – პრევიუ

თარიღი: აგვისტო 6, 2016

2016 წლის 7 აგვისტოს სტარტს აიღებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში. იგი განახლებული ფორმატით ჩატარდება. გუნდები ორ – წითელ და თეთრ ჯგუფებში გადანაწილდენენ. თითოში – 7 კლუბია. ჯგუფების პირველადგილოსნები სეზონის ბოლოს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ისე გამოავლენენ ჩემპიონს. სწორედ 7 აგვისტოს გაიმართება უმაღლესი ლიგის პირველი ტურის ექვსივე შეხვედრა. გამომდინარე იქედან, რომ ჯგუფებში კლუბების კენტი რაოდენობაა, ყოველ ტურში თითო-თითო გუნდს უქმობა მოუწევს.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ ნახსენები მატჩების პრევიუს.

საჩხერისჩიხურა” – თბილისისდინამო

ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის ცენტარლური შეხვედრა, საჩხერის სოფელს ივანწმინდაში, “ივანწმინდა არენაზე” 17:30 საათზე გაიმართება. აღნიშნულ თამაშში საჩხერის “ჩიხურა” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება. იმერულმა გუნდმა წინა სეზონი მეოთხე ადგილზე 57 ქულით დასრულა. კლუბმა წინასასეზონო მომზადება თურქეთში გაიარა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზეც იასპარეზა, თუმცა მოლდოვურ “ზიმბრუსთან” მოულოდნელად გამოვარდა. საჩხერლებმა ბევრი ფეხბურთელი დაიმატეს და ძალიან ძლიერი კოლექტივი შეკრიბეს, განსაკუთრებით, შეტევის მხრივ. რაც შეეხება, თბილისურ გუნდს, მის ფეხბურთელებს, მიმდინარე ზაფხულზე დასვენებისთვის ძალიან ცოტა დრო მიეცათ. მათ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩართვა მეორე საფეხურიდან მოუწიათ. “ალაშკერტის” ბაირეირის დაძლევის შემდეგ, ზაგრების “დინამოსთან” დამარცხდნენ ორივე შეხვედრაში და ევროპის ლიგის ფლეი-ოფში გადაინაცვლეს. ამდენი მატჩის ჩატარების შემდეგ, გუნდი საკმაოდ შეთამაშებულია და წესით, “ჩიხურასთან” ასპარეზობა არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა, უკვე აღვნიშნეთ, რომ საჩხერლებს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. დაველოდოთ მატჩს და მოვლენების განვითარებას.

ლანჩხუთისგურია” – ცხინვალისცხინვალი

ზუსტად იმავე დროსა და იმავე საათზე აიღებს სტარტს “გურიასა” და “ცხინვალის” დაპირისპირება ევგრაპი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, ლანჩხუთში. “გურია” წინა სეზონში მე-11 ადგილზე გავიდა ეროვნულ ჩემპიონატში. მასპინძლებმა ზაფხული პროდუქტიულად გაატარეს. მათ, მცირეხნიანი არდადეგების შემდეგ, 6 ამხანაგური შეხვედრა გამართეს “ტორპედოსთან”, “შუქურასთან” (2 მატჩი), ბათუმის “დინამოსთან”,  “კოლხეთთან” და “სამტრედიასთან”. გურულებმა 3 თამაში მოიგეს, სამი კი წააგეს. რაც შეეხება გასულ სეზონში მე-7 ადგილზე გასულ გუნდს, “ცხინვალს”… ამ კლუბმა რამდენიმე მოთამაშე გაუშვა. მაგალითად, ლეკვთაძე, ივანიშვილი, გორგიაშვილი და კაკუბავა “ჩიხურაში” წავიდნენ. მოვიდნენ ახალი მოთამაშეებიც. კახა კაჭარავას შეგირდებმა მზადება ივნისის შუა რიცხვებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე”. მათ პირველი ამხანაგური “გაგრასთან” დათმეს, ანგარიშთ 1-3. ამას დაემატა “მცხეთა პარკზე” “ვიტ ჯორჯიასთან” წაგებული შეხვედრაც – 0-1. ცუდი ამბების შემდეგ, იყო პოზიტივიც – 19 ივლისს “ბასაზე” “ცხინვალმა” “სიონს” სძლია ანგარიშით 4-2.

მოკლედ, ორივე გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. საინტერესო იქნება, ახალ სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში როგორ იასპარეზებენ ეს გუნდები.

ზუგდიდისზუგდიდი” – ფოთისკოლხეთი

აღნიშნული მატჩი 17:30 საათზე ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე დაიწყება. მეგრელებმა წინა სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულეს. ზაფხულზე გუნდს მთავარი მწვრთნელი შეეცვალა – აღნიშნული თანამდებობა ლეგენდარულმა ქართველმა მეკარემ, ოთარ გაბელიამ დაიკავა. კლუბში მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები. “ზუგდიდმა” საქართველოში “მეშახტესთან” ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ქართულმა კლუბებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს. ამის შემდეგ მეგრული გუნდი თურქეთის კურორტ კარტეპეში გაემგზავრა და იქ 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა. “ზუგდიდმა” “ალ ფაისალთან” 0-2 წაგების შემდეგ, “შაგადამთან” და “ალ ფეიჰთან”, შესაბამისად, 3-2 და 3-1 იმარჯვა. ამას მოჰყვა ორი ნულოვანი ფრე “ალ რაედთან” და “ალთაისთან”. რაც შეეხება ფოთის “კოლხეთს”, ფოთელებმა ეროვნული ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულეს. ამ გუნდმა, სხვების მსგავსად, რამდენიმე ამხანაგური საქართველოში ჩაატარა და შემდეგ თუქრეთში წავიდა წინასასეზონოდ მოსამზადებლად. სწორედ იქ შეუერთდა “კოლხეთს” უკვე ერთ-ერთი ახალწვეული, აზერბაიჯანის ნაკრების ვეტერანი მცველი, რასიმ რამალდანოვი. თურქულ შეკრებაზე ქართულმა გუნდმა 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ჩვენმა კლუბმა პირველი შეხვედრა აფრიკელი თავისუფალი აგენტებისგან შემდგარ კოლექტივს 2-0 მოუგო, “ადანადემირსპორთან” 1-1 ითამაშა, ბაქოს “ინტერთან” 1-0 მოიგო, “სივასპორთან” უგოლო ფრე გააგორა.

ვნახოთ, როგორ წარიმართება მეგრული დერბი. წესით, თანაბარი და დაძაბული მატჩი უნდა გამოვიდეს.

ბათუმისდინამო” – სამტრედიისსამტრედია

წითელი ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში, “ჩელე არენაზე” აჭარული “დინამო” სამტრედიის “სამტრედიას” დაუპირისპირდება. გასულ სეზონში ბათუმის გუნდი მერვე ადგილზე გავიდა. “დინამომ” საქართველოში სულ სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მან ხობის “კოლხეთთან” 4-1 იმარჯვა. ამას დაემატა “ტორპედოსთან” გასვლაზე მოგებული მატჩი, ანგარიშით 0-2.  “დინამომ” მესამე თამაშიც მოიგო. ამ შემთხვევაში კლუბმა ლანჩხუთის “გურიას” მინიმალური ანგარიშით – 1-0 სძლია. ამის შემდეგ იყო თურქული შეკრება, სადაც ბათუმის გუნდმა 4 შეხვედრა ჩაატარა. მოკლედ, “დინამო” საკმაოდ მომზადებული ხვდება პირველი ტურის შეხვედრას. “სამტერდიაზეც” ვთქვათ ორი სიტყვა… გუნდმა, რომელმაც წინა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპზე საშინელი შთაბეჭდილება დატოვა – იგი აზერბაიჯანულ გაბალასთან განადგურდა. ამის შემდეგ იყო მოსამზადებელი მატჩები ახალი სეზონისთვის.

საერთო ჯამში, არც ამ შეხვედრას უნდა აკლდეს დაძაბულობა და სანახაობა.

 ბოლნისის “სიონი” – თბილისისსაბურთალო

“სიონმა” ზაფხული შედეგიანად გაატარა. არდადეგების შემდეგ, გუნდი სწრაფად მობილიზდა და რამდენიმე სპარინგი გამართა საქართველოში. ბოლნისური კლუბის მეტოქეები, როგორც ქართული, ასევე უცხოური გუნდები იყვნენ. განსაკუთრებით, აღსანიშნავია უკვე ნახსენებ “გაბალასთან” დაპირისპირება. “სიონმა” აზერბაიჯანელებთან ზედიზედ 2 შეხვედრა ჩაატარა. ერთში 0:4 განადგურდა, შემდეგ კი ფრე ითამაშა. რაც შეეხება “საბურთალოს”, თბილსურმა გუნდმა ბულგარეთში გაიარა მოსამზადებელი ეტაპი. კლუბის რამდენიმე უცხოურ გუნდს გაეჯიბრა და საკმაოდ პროდუქტიული სპარინგები გამოუვიდა.

ვნახოთ, რას გახდება “სიონი” “საბურთალოს” წინააღმდეგ.

ქუთაისის “ტორპედო” – ქობულეთის “შუქურა”

ერთადერთი მატჩი, რომელი პირველ ტურში ექვს საათზე დაიწყება, “ტორპედოსა” “შუქურას” დაპირისპირებაა. იმერულმა კლუბმა, არდადეგების შემდეგ, თურქული შეკრება გაიარა. იქ ადგილობრივ გუნდებს დაუპირისპირდა. მათ შორის იყო სამუელ ეტო’ოს “ანტალიასფორი”, რომელთანაც ფრე გააგორა (1-1). შარშან “ტორპედო” მეექვსე ადგილზე გავიდა. ვნახოთ, როგორ იასპარეზებს პირველ შეხვედრაში და, ზოგადად, ახალ ჩემპიონატში ქუთაისური გუნდი. ხოლო, “შუქურა”  მეათე ადგილზე გავიდა წინა სეზონში. წელს გუნდმა რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა წინასასეზონოდ და ხვალ იმერულ კლუბს მათ მოედანზე ესტუმრება.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კურიოზი: როგორ შეაჩერა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის შეტევა (ვიდეო)

მაკედონიის ჩემპიონატში, ერთ-ერთ მატჩში ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის შეტევა ორიგინალური ხერხით შეაჩერა. Handball in First Macedonian […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაიტანეს გიორგი მაკარიძის კარში მატჩის ბოლო წამებში (ვიდეო)

23 თებერვალს, პორტუგალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში გიორგი მაკარიძის “ვიტორია სეტუბალი” სტუმრად “ბრაგას” დაუპირისპირდა და 3:1 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის წითელი ბარათი “ბორდოსთან” მატჩში (ვიდეო)

23 თებერვალს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ბორდო” მიიღო და მეტოქე 4:3 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კასტილიაში” მიღებული წითელი ბარათის გამო, როდრიგო “კლასიკოს” გამო

მადრიდის “რეალმა” მოახლოებული “ელ კლასიკოს” წინ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიიღო. “ბლანკოსის” ახალგაზრდა შემტევმა რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაიამ “სენტ-ტრიუიდენს” გაუტანა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში “გენტი” “სენტ-ტრიუიდენს” მასპინძლობს. მატჩის მე-14 წუთზე გიორგი ქვილითაიამ სტუმართა კარი აიღო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რას წარმოადგენს დღეს თბილისის “დინამო” და რას ცდილობს ფიფია?

დღეს თბილისის “დინამომ” სუპერთასის შეხვედრაში თბილისის “საბურთალოსთან” უშანსოდ წააგო 0-1 და გამარჯვება მეტოქეს დაუთმო. მთელი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორ ცდილობდა “არსენალი” ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნას (ვ

23 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “არსენალი” საკუთარ მოედანზე “ევერტონს” დაუპირისპირდა. შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” “დინამო” დაამარცხა და “სუპერთასის” მფლობე

თბილისის “საბურთალო” სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მფლობელია. სუპერთასის შეხვედრაში “საბურთალომ” თბილისის “დინამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დინამო VS საბურთალო (სასტარტო შემადგენლობა)

17:0 საათზე მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე “დინამო თბილისი” და თბილისის “საბურთალო” სუპერთასის მოგებას შეეცდებიან. ცნობილია...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრეითუეიტი მესისთან ჩახუტებაზე: “ტანსაცმელს არ გავრეცხავ!”

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა მარტინ ბრეითუეიტმა “ეიბართან” შემდგარი დებიუტის შემდეგ იხუმრა, რომ მესისთან ჩახუტების შემდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არჩევანი არ გვაქვს” – “ეიბარმა” მატჩის შემდეგ ლიონელ მესის

22 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ეიბარი” მიიღო და მეტოქე 5:0 დაამარცხა. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

კორონავირუსის გამო იტალიის ჩემპიონატის მატჩები გადაიდო

იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კვირას დაგეგმილი ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯუზეპე კონტემ [&helli...
წაკითხვა