უმაღლესი ლიგის პრევიუ
ხვალ და ზეგ საქართველოს ქალაქებში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთხუთმეტე ტურის მატჩები გაიმართება.
საინტერესო დაპირისპირებას უმასპინძლებს ზესტაფონი. ადგილიბრივ კლუბს “ჩიხურა” ეწვევა. გია გეგუჩაძის მოსვლის შემდეგ, “ზესტაფონმა” აშკარად გამოასწორა საკუთარი თამაში და ეს შედეგებზეც აისახა. ზესტაფონელებმა უკანასკნელ ორ ტურში “ტორპედო” და “მეტალურგი” დაამარცხეს. მაგრამ, “ჩიხურა” წელს საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს. სოსო ფრუიძის შეგირდებს ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და მყარად იმყოფებიან გათამაშების ცხრილის მეორე საფეხურზე. ზესტაფონიში გასამართი შეხვედრა 4 დეკემბერს გაიმართება და 18 საათზე დაიწყება.
სამტრედიის “ეროსი მანჯგალაძეზე” მარტვილის “მერანი” “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლებს. ცხრილის ქვედა ნაწილში, მეზობლად მყოფი გუნდების დაპირისპირება, წესით დაძაბულ ბრძოლაში უნდა წარიმართოს. ნომინალური მასპინძები უკვე 9 მატჩია მოგების გარეშე ასპარეზობენ, “ვიტელები” კი გასულ ტურში “ჩიხურასთან” განადგურდნენ – 3:0.
ბოლნისი “სიონი” საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდს” “მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს. 4 დეკემბერს გასამართი მატჩი 14:00 დაიწყება. უმაღლესი ლიგის უკანასკნელ 4 ტურში, ბოლნისელებმა 3 გამარჯვება იზეიმეს, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზე დადებითად აისახა. “სიონი” პირველ ექვსეულს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. სტუმრები კი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან. გარდა იმისა, რომ “ზუგდიდი” ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზეა, გუნდს ათმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
ბოლო ინფრომაციით, საფეხბურთო კლუბი “გურია” მზად არის თბილისსში ჩამოსასვლელად, სადაც თბილისი “დინამოს” დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ, “გურიას” ფეხბურთელები სახელფასო დავალიანების გამო გაფიცვით იმუქრებოდნენ. “დინამო” – “გურიას” დაპირისპირება, ხვალ “დინამო არენაზე” გაიმართება და 17:00 დაიწყება.
ერთმანეთის წინააღმდეგ “დინამოსა” და “გურიას” 22-ჯერ უთამაშიათ. აქედან 17 მატჩი თბილისელებმა მოიგეს, 2 ლანჩუთელებმა 3 შეხვედრა კი, ფრედ დასრულდა.
უკანასკნელი დაპირისპირება, რომელიც ქობულეთში გაიმართა “გურიას” გამარჯვებით დასრულდა – 2:1.
ტურის ცენტრალური შეხვედრა ხვალ რუსთავში გაიმართება და 14:00 საათზე აიღებს სტარტს. მეტალურგების ქალაქს, გორის “დილა” ესტუმრება და ადგილობრივ გუნდთან მოსინჯავს ძალებს.
სატურნირო ცხრილში გუნდები 4-5 ადგილებს იყოფენ 22 ქულით. გასულ ტურში, რუსთაველები “ზესტაფონთან” დამარცხდნენ – 2:1. ხოლო გორის “დილამ” ქუთაისის “ტორპედო” დაამარცხა დიდი ანგარიშთ (3:0) და რაც მთავარია, საკმაოდ კარგი ფეხბურთიც აჩვენა.
გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 40 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. 20 მოგება რუსთაველებს აქვთ, 14 გორელებს 6 შეხვედრამ კი, გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
ტურის უკანასკნელი შეხვედრა ზეგ, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ტორპედო” ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძლებს. მატჩ 16:00 საათზე დაიწყება.
ზედიზედ ოთხი მარცხის შედეგად, ქუთაისელები ცხრილში მეშვიდე პოზიციაზე აღმოჩნდნენ. ჟერარდ სარაგოსას შეგირდებს აუცილებლად სჭირდებათ გამარჯვების მოპოვება გათამაშების აუტსაიდერთან. თუმცა, სპარტაკი იოლად არაფერს დათმობს. ცხინვალელებს უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად აუცილებლად სჭირდება ქულების მოპოვება. “ტორპედოსა” და “სპარტაკს” 15 შეხვედრა აქვთ გამართული ერთმანეთის წინააღმდეგ. აქედან 9 ქუთაისელებმა მოიგეს, 3 ცხინვალელება. სამი მატჩი კი ფრედ დასრულდა.