უმაღლესი ლიგის პრევიუ
დღეს უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტური აიღებს სტარტს, რომელიც ორ დღეზეა განაწილებული.
14/12/13 “მეტალურგი” – “გურია” 14:00
“მეტალურგი” ფოლადზე ლანჩხუთის “გურიას” მიიღებს. რუსთაველებს მოგების შემთხვევაში სამეულთან მიაxლოვების შანსი აქვთ. მაგრამ “გურიამ” უკვე დაამტკიცა, რომ ადვილად დასამარცხებელი არცერთი გუნდისთვის არ არის. გასულ ტურში გურულებმა შესანიშნავი თამაშით დაამარცხეს ქუთაისის “ტორპედო” (2:0), რუსთაველები კი აუტსაიდერ, ცხინვალის “სპარტაკთან” დამარცხდნენ. ერმანეთის წინააღმდეგ გამართულ 28 შეხვედრაში 13 “გურიამ” მოიგო, 5 მატჩი ფრედ დასრულდა ხოლო 10-ჯერ “მეტალურგმა” იზეიმა გამარჯვება.
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1152
14/12/13 “ტორპედო” – “ზუგდიდი” 14:00
“ტორპედო” ზუგდიდელებს მცხეთაში უმასპინძლებს. ქუთაისი სტადიონზე მოედნის არასათამაშო მდგომარეობაში ყოფნის გამო, შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე შედგება. ორივე კლუბს საკმაოდ მძმე პერიოდი აქვს. “ტორპედო” ექვსეულში ვერ ახერხებს შესვლას, “ზუგდიდს” კი მოუგებელი სერია გაუგრძელდა. კლუბი ბოლო საფეხურზეა. ზუგდიდელების ბანაკში ერთი სიახლეც არის. კლუბის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კობა წიტაიშვილი გუნდს მოთამაშის რანგში უბრუნდება. ასეთი რამ იშვიათად ხდება და მით უფრო საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები.
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1153
14/12/13 “ზესტაფონი” – “სპარტაკი” 14:00
ზესტაფონში მატჩის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საქმე იმაშია რომ “დავით აბაშიძეზე” მინდვრის საფარი გაყინულია და თოვლის გაწმენდა ვერ ხერხდება. “ზესტაფონელებმა” საშინაო მატჩის სხვა ქალაქში გამართვაზე უარი თქვეს.
ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გია გეგუჩაძის შეგირდებს აქვთ. 18 მატჩიდან 12 “ზესტაფონმა” მოიგო, 4 ფრედ დასრულდა, “სპარტაკმა” კი მხოლოდ 2ჯერ მოახერხა ზესტაფონელების დამარცხება.
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1151
15/12/13 “სიონი” – “მერანი” 14:00
ამ ტურში “სიონის” საშინაო არენა რუსთავის “ფოლადი” იქნება. სტადიონების პრობლემა როგორც ყოველთვის აქტუალურია.. ბოლნისელები მარტვილის “მერანს” მიიღებენ. გუნდებში განსხვავებული სიტუაციაა. ლადო ბურდულმა შესანისნავად აუღო ალღო ახალ პროფესიას. მისი მოსვლის შემდეგ “სიონი” შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს და აუტსაიდერებში მყოფი კლუბი უკვე მოწინავე ექვსეულის წევრი გახდა. მარტვილში რადიკალურად განხსვავებული სიტუაციაა. ჟვანიას წასვლის შემდეგ გუნდმა ნელა, მაგრამ დამაჯერებლად დაიწყო სხვლა გასავარდნი ზონისაკენ და გასულ ტურში განცდილი მორიგი მარცხის შემდეგ, მერანი მეთერთმეტე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1154
15/12/13 “დინამო” – “ვიტ ჯორჯია” 14:00
თბილისური დერბი “დინამო არენაზე”. რამოდენიმე წლის წინ, ეს დაპირისპირება უდავოდ ტურის და შეიძლება ჩემპიონატის ცენტრალური მატჩიც ყოფილიყო, მაგრამ “ვიტ ჯორჯიას” საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. გუნდი ცხრილის შუა ნაწილშია და სავარაუდოდ ჩემპიონატის ბოლომდე მანდ დარჩება. “ვეტერინარებმა” ბოლო 2 სეზონია აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთეს. ამ გზით მაღალი მიზნებისათვის მებრძოლი გუნდის გაკეთება დიდ დროს მოითხოვს. გასულ ტურში “ვიტელებმა” ბოლნისის “სიონთან” ნულოვანი ფრე ითამაშეს. “დინამომ” კი მალხაზ ჟვანიას სადებიუტო შეხვედრაში ანაკლიაში მოახერხა “ზუგდიდის” დამარცხება (0:3).
ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა “დინამოს” აქვს. 52 მატჩიდან მრავალგზის ჩემპიონმა 19 მოიგო – “ვიტ ჯორჯიამ” კი 14. 19 მატჩი ფრედ დასრულდა.
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1156
15/12/13 “დილა” – “ჩიხურა” 14:00
ტურის ცენტრალური მატჩი გორში გაიმართება, სადაც “დილა” “ჩიხურას” უმასპინძებს. მეორე და მეოთხე ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირება საინტერესო სანახავი უნდა გამოდგეს. ორივე გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება. გასულ ტურში გორელებმა შესანიშნავი თამაშით დაამარცხეს “ზესტაფონი”, ხოლო “ჩიხურამ” “მერანთან” მოიპოვა დაგეგმილი სამი ქულა. ისიც აღსანიშნავია, რომ “დილას” დისკვალიფიცირებული ცენტრალური მცველები, კვახაძე და ხიზანეიშვილი დააკლდებიან რაც მნიშნველოვნად შეასუსტებს გორელთა უკანა ხაზს. “დილას” კარს ხომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, დიმიტრი ტატანაშვილი შეუტევს.
ერთმანეთის წინააღმდეგ ჩატარებულ 14 შეხვედრაში ორივე გუნდმა 6 გამარჯვება მოიპოვა და 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1155