უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფი: “ჩიხურამ” “შუქურასთან” ქულები დაკარგა, “დინამომ” “გურიას” სძლია
დღეს უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფის ორი შეხვედრა გაიმართა.
“ჩიხურა” – “შუქურა”
საჩერეში, “ივანწმინდა არენაზე” ერთმანეთს ადგილობრივი ჩიხურა და ქობულეთის “შუქურა შეერკინნენ. პირველ ტაიმში, 39-ე წუთზე სტუმართა რიგებიდან კობა შალამბერიძემ გახსნა ანგარიში.
მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე დენის დობროვოლსკიმ გაათანბრა. საბოლოოდ, ანგარიში – 1-1 და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
8 ტურის შემდეგ საჩხერულ კლუბს 17 ქულა აქვს და პივრელ პოზიციაზეა. “შუქურამ” 7 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილს იკავებს.
“გურია” – “დინამო” (თბ)
ლანჩხუთში ერთმანეთს “გურია” და თბილისის “დინამო” დაუპირისპირდნენ. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, თუმცა მსაჯმა სამი წითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს. ორი მათგანი სტუმართა ფეხბურთელებმა, პაპუნაშვილმა და რენე ფერეირამ ერთმანეთში ჩხუბის გამო მიიღეს. ერთი კი “გურიას” მოთამაშემ, გიორგი ჭედიამ დაიმსახურა.
მეორე ნახევარში ჯერ 49-ე წუთზე დვალიშვილმა გახსნა ანგარიში, შემდეგ კი 72-ე წუთზე ზაზა ჭელიძემ “დინამო” ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა წინ. საბოლოო ანგარიში – 0:2.
ამ მატჩის შემდეგ ლანჩხუთის გუნდს 8 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. რაც შეეხება “დინამოს”, თბილისური კლუბი 13 ქულით მეორე პოზიციაზეა.