უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფი: “კოლხეთმა” “სიონი” დაამარცხა, “დინამომ” – “დილა”
დღეს უმაღლესი ლიგის შეხვედრები გაიმართა.
პირველ მატჩში “საბურთალო” “სამტრედიას” დაუპირისპირდა. 35-ე და 36-ე წუთებზე სამტრედიელთა მხრიდან თავის გამოჩენა რაჟამაშვილმა და შერგელაშვილმა შეძლეს. 64-ეზე კი თბილისლებმა ერთი ბურთის გაქვითვა პენალტით მოახერხეს – ეს ხარაიშვილმა გააკეთა. თუმცა, ბიძინაშვილმა 2-2 გახადა შეხვედრის მიწურულს ანგარიში და ასე დაასრულა მატჩი.
მეორე თამაში “სიონსა” და “კოლხეთს” შორის გაიმართა. ამ შეხვედრაში იგრძნობოდა ფოთელების უპირატესობა. მათ პირველ ტაიმში ვერ მოახერხეს ანგარიშის გახსნა, თუმცა 64-ე წუთზე, აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა, რამალდანოვმა წინ გაიყვანა “კოლხეთი”. კილასონიამ 73-ეზე ორამდე გაზარდა სხვაობა. საბოლოოდ, ფოთელებმა 2:0 იმარჯვეს ბოლნისურ კლუბზე.
წითელი ჯგუფის მესამე მატჩში ბათუმის “დინამო” და გორის “დილა” შეერკინნენ ერთმანეთს. ბათუმელთა მხრიდან მე-2 წუთზე შონიამ გახსნა ანგარიში. 45-ეზე ერისთავმა გაათანაბრა. თუმცა, მეორე ტაიმში შონიამ კვლავ წინ გაიყვანა აჭარული გუნდი. კვანტალიანმა 77-ე წუთზე 3-1 გახადა ანგარიში. სწორედ ასე, “დინამომ” 3-1 იმარჯვა.