უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფი: “სამტერდიამ” “დილას” მოუგო, ბათუმის “დინამომ” და “სიონმა” ქულები გაიყვეს
დღეს უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურმა აიღო სტარტი.
წითელ ჯგუფში ორი შეხვედრა შედგა.
გორის “დილა” – სამტერდიას “სამტერდია”
ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს “დილა” და ” სამტრედია” დაუპირისპირდნენ. თამაში მომენტებით დახუნძლული ნამდვილად არ გამოდგა. პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა შანსი, თუმცა ანგარიში არ გახსნილა.
მეორე ნახევარში მასპინძელი გუნდი გააქტიურდა, რამაც შედეგი გამოიღო. 61-ე წუთზე გამცემლიძემ შორიდან უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში და “დილა” წინ გაიყვანა. “სამტრედიამ” ზუსტად 19 წუთში უპასუხა მეტოქეს – მე-80-ზე არაბულმა გაიტანა. “სამტრედიამ” მეტიც მოახერხა – 88-ეზე მეორე გოლით მანჯგალაძემ წინ გაიყვანა იმერული გუნდი.
საბოლოოდ, შეხვედრა, ანგარიშით, 1-2 დასრულდა.
ბათუმის “დინამო” – ბოლნისის “სიონი”
კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც დღეს საქართველოს ჩემპიონატის წითელ ჯგუფში გაიმართა, ბათუმური “დინამოსა” და ბოლნისის “სიონის” დაპირისპირებაა. წინა თამაშის მსგავსად, პირველ ტაიმში არც აქ გასულა გოლი.
მეორე ნახევარშიც მატჩი იმავე სცენარით წარიმართა. საბოლოოდ, ფრე – 0-0.