უმაღლესი ლიგა: “სიონმა” “ზუგდიდი” დაამარცხა, “გურიამ” – “ტორპედო”
დღეს სტარტი აიღო უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურმა. შაბათ დღეს წთელი ჯგუფის სამივე შეხვედრა გაიმართა.
ბოლნისის “სიონი” – ზუგდიდის “ზუგდიდი”
ამ ტურში “სიონმა” “ზუგდიდს” უმასპინძლა. შეხვედრა მთლიანად ბოლნისლების უპირატესობით წარიმართა. 30-ე წუთზე ძარიამ შეძლო “სიონის” დაწინაურება. პირველი ტაიმის მესამე დამატებთ წუთზე სუშკინმა ორამდე გაზარდა ანგარიში.
ბოლნისური კლუბი არც მეორე ტაიმში გაჩერდა. 61-ე წუთზე მათ მესამე გოლის გატანაც მოახერხეს – ეს კობახიძემ გააკეთა. ნარმანიამ 73-ეზე ერთი ბურთი გაქვითა. 90-ეზე კი ბოლნისელმა ჯანელიძემ საბოლოო ანგარიში – 4-1 დააფიქსირა.
ლანჩხუთის “გურია” – ქუთაისის “ტორპედო”
კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ამ ტურში გაიმართა, “გურიასა” და “ტორპედოს” დაპირისპირებაა. აქაც მასპინძლები დომინირებდნენ – ანგარიშის გახნსა 27-ე წუთზე სწორედ “გურიამ” შეძლო; ეს ლეგიონერმა მოროზენკომ გააკეთა.
მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე კვერნაძემ გაათანაბრა. “გურიამ” მაინც მოიგო – 68-ე წუთზე ჩადუნელმა აიღომ მეტოქის კარი და მის გუნდს 2-1 გაამარჯვებინა.
ცხინვალის “ცხინვალი” – თბილისის “ლოკომოტივი”
“ცხინვალმა” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გააგორა ბურთი. მთელი მატჩის მანძილზე სტუმრები დომინირებდნენ. “ლოკომოტივმა” პირველი გოლი მე-11 წუთზე გაიატანა – ეს დიასამიძემ გააკეთა. თბილისლებმა მეორე გოლის შეგდება მესამოცე წუთზე შეძლეს – დუბლი დიასამიძემ შეასრულა.
ერთი გოლის გაქვითვა “ცხინვალის” მხრიდან ჯაბა დვალმა მოახერხა და, საბოლოოდ, ეს შეხვედრა 1-2 დასრულდა.