უმაღლესში კვლავ “დინამო” დომინირებს
დღეს, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი, რომელიც ზესტაფონში შედგა უხვგოლიანი კი გამოდგა, მაგრამ დაძაბულობას მოკლებული იყო. “დინამო” უშუალო კონკურენტი “ჩიხურა” დიდი ანგარიშით, 5-1 დაამარცხა და 7-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. ამ გამარჯვებით, თბილისელებმა ყველას დაანახეს, რომ ჩემპიონატში წელს კონკურენტი არ ჰყვათ. ჩისკოს ჰეთ ტრიკს გოლები პაპუნაშვილმა და გიორგი მერებაშვილმა დაუმატეს. საჩხერელთა მხირდან პრესტიჟის გოლის ავტორი გიორგი გაბედავა გახდა.
მცხეთაში “ზესტაფონმა” მნიშნველოვანი მატჩი მოიგო “ვიტ ჯორჯიასთან” და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაც დაისაკუთრა. არც თუ ისე კარგი სტარტის შემდეგ, გია გეგუჩაძის მოსვლამ ზესტაფონურ კლუბს კარგი სამსახური გაუწია. ექვსეულში მოხვედრის საკითხი ფაქტობრივად მოხსნილია. “ვეტერინარებთან” გამარჯვებას “ზესტაფონმა” კუხიანიძის დუბლით მიაღწია.
რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით პირველად მოიგო “ტორპედომ”. ქუთაისელებმა “მიხეილ მესხზე” შეხვედრის შემობრუნება შესძლეს და თბილისიდან 3 ქულა წაიღეს. 2014-ში მეორე მარცხი იგემა “დილამ”. გორელებმი ამჯერად ანაკლიაში, “ზუგდიდთან” დამარცხდნენ. “გურიასთვის” კი, მშობლიურ “ევრგრაფი შევარდანძეზე” დაბრუნება წარუმატებელი აღმოჩნდა. მახარაძის შეგირდები “სპარტაკთან’ მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.
ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი) 1:5 (1:3)
გოლები: გიორგი პაპუნაშვილი 9′ (1:0), გიორგი გაბედავა 21′ (1:1), ჩისკო 38′ (1:2), 1:3 გიორგი მერებაშვილი 43′ (1:3), ჩისკო 59′ (1:4); ჩისკო 64′ (1:5)
სიონი – ტორპედო1:2
გოლი: ვალერი აბრამიძე 42′ (1:0), ოთარ კვერნაძე 65′ (1:1), მამუკა ღონღაძე 85 (1:2)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზესტაფონი 0:2
გოლი: გიორგი კუხიანიძე (28′ ; 56′)
ზუგდიდი – დილა 2:1
გოლი: ვახტანგ კვარაცხელია 39′ (0:1), ლუკა გუგუჩია 54′ (1:1), 2:1 ზვიად სიხარულია 56′ (2:1)
გურია – სპარტაკი 0:1
გოლი: თორნიკე თუხარელი 66′
მერანი – მეტალურგი 0:0