უმარ ნურმაგომედოვი დვალიშვილს: “ამის მოგვარება ადვილია”
28 სექტემბერს UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში უმარ ნურმაგომედოვის გაკეთებულ კომენტარს უპასუხა.
როგორც იცით, 26 სექტემბერს დვალიშვილმა ბრაზილიელი მარლენ მორაესი დაამარცხა. მერაბის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი, უმარ ნურმაგომედოვი გამოეხმაურა, რომელმაც ქართველს ბრძოლა ასე შესთავაზა: “თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ. ოდესღაც.”
29 სექტემბერს დვალიშვილმა უმარს უპასუხა: “პატივს გცემ, ძმაო. თუმცა, პირველ რიგში გჭირდება ყელსაკიდი დაღესტნის რუკით და კავკასიური ჩოხა.”
ქართველი მებრძოლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე უმარ ნურმაგომედოვის კომენტარი გამოჩნდა: “ამის მოგვარება ადვილია.”
ხაბიბის ბიძაშვილის დებიუტი UFC-ში 2021 წლის 20 იანვარს შედგა, როცა მან ყაზახი სერგეი მოროზოვი დაამარცხა. მას ამ ორგანიზაციაში მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული.