უმძიმესი მოგება ლუქსემბურგთან

თარიღი: მაისი 1, 2015

საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა მაყურბლით თითქმის გავსებულ ქუთაისის სპორტის სასახლეში, უმძიმეს თამაშში 17-16 დაამარცხა ლუქსემბურგი და დაწინაურდა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში. 3 მაისს ლუქსემბურგს სტუმრად ვეთამაშებით, ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა კი გაირკვევა ივნისში, როდესაც ორჯერ ითამაშებენ ესტონეთი და ლუქსემბურგი.

პირველი ეტაპის სამი ჯგუფის სამი გამარჯვებული გავა პლეიოფში და გაისად, გაზაფხულზე ეთამაშება 2016 წლის ევროშესარჩევის სამ უარეს გუნდს, ამ სამი წყვილის მოგებული კი მიიღებს ძირითადი შესარჩევი ეტაპის საგზურებს. ასეთი რთული გზაა ევროპის ჩემპიონატამდე.

ჩვენს გუნდს სერიოზული პრობლემები გვქონდა – გვაკლდა სამი ძირითადი უკანახაზელი – მსხვილიძე, რუსია და დათუკაშვილი. მაგრამ, როდესაც ლიდერები არ არიან, თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ ხოლმე შემცვლელებს. კარგად ითამაშა ზურაბ სიმონიამ, რომელმაც მისთვის უხერხული, მარჯვენა შუამარბის პოზიციიდან სულ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ მოიპოვა შვიდმეტრიანი და რამდენიმე შედეგიანი პასიც შეასრულა. ნაკრებში პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი და გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო ლექსო წითელიშვილმა.

პირველი ტაიმი თითქოს უპრობლემოდ მოვიგეთ. მეტოქეს ძალიან ბევრი წუნი ჰქონდა და მარტო პივოტის მისამართით გაგზავნილი შვიდი პასი დაკარგა შესვენებამდე. ამას დაემატა მეკარე შოთა თევზაძის კლასი და ლუქსემბურგმა პირველ ტაიმში სულ 7 გოლი გაიტანა – 7-11.

მაგრამ მეორე ნახევარში უკვე ჩვენ შევაგდეთ მხოლოდ 6 გოლი. მეტოქემ, ცხადია, იოლად შენიშნა, ან თავიდანვე იცოდა, რომ უკანა ხაზში მთვარი საფრთხე ირაკლი ჩიქოვანისგან ელოდა და ლიდერს განსაკუთრებით აქტიურად ეთამაშებოდა. მწვრთნელი ადრიან სტორტი იყენებდა 5-1 და 3-2-1 განლაგებას, რის შედეგადაც უკანა ხაზიდან შეტევა თითქმის აღარ გვქონდა. ამას დაუმატეთ, რომ ბურთის მიღებისას მეურვე დაუყონებლივ გადადიოდა პირველ ტაიმში ჩვენს საუკეთესო მოთამაშეზე, გარემარბ რევაზ ჭანტურიაზე.

ამის წინააღმდე ერთადერთი გამოსავალი იყო ინდვიდუალური გარღვევები და ირაკლი კეკელიძემ მეტი დრო დაუთმო უჩა გამზარდიას. ფოთელმა სამჯერ მოატყუა თავისი მცველი, მაგრამ 6 მეტრიდან ორჯერ მეკარეს გაარტყა და ერთი შვიდმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ასევე ვერ გამოვიყენეთ. ამავე პოზიციიდან, ძალისმიერი გარღვევების შემდეგ მეკარემ აუღო სიმონიასა და ჩიქოვანს და მხოლოდ აკაკი ტალახაძემ გაიტანა. საბოლოო ჯამში, 17 გოლიდან 4 გავიტანეთ 9 მეტრიდან, 1 – სწრაფ გარღვევაში, 2 – შვიდმეტრიანიდან, 4 – 6 მეტრიდან და 6 – კუთხიდან.

55-ე წუთამდე სხვაობა მუდმივად მერყეობდა 2-4 გოლამდე, კვანძი კი ძალიან დრამატულად გაიხსნა. 56-ე წუთზე მიულერმა პირველად დაიყვანა სხვაობა 1 გოლამდე (15-14), ჩიქოვანმა ისევ დაგვაწინაურა ორით, მაგრამ მას შემდეგ, რაც 58-ე წუთზე უჩა მაისურაძე გააძევეს 2 წუთით, დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე კოლმა გაათანაბრა – 16-16.

სირენამდე წუთნახევრით ადრე, რიცხობრივი ნაკლებობისას, ჩვენებს ცხრამეტრიანი ერგოთ. მეტოქე ელოდა, რომ ჩიქოვანი დაარტყამდა, მაგრამ ბურთი წითელიშვილმა მიიღო – სამტრედიელმა 11 მეტრიდან გაიტანა გოლი, რომელიც თამაშში ბოლო აღმოჩნდა.

მაისურაძე დაბრუნდა და როდესაც დასრულებამდე ზუსტად წუთი რჩებოდა, მიულერმა მშვენივრად გადაატარა თავზე ხელი მცველს და 6 მეტრიდან შეაგდო, მაგრამ… იქამდე ერთი წამით ადრე მწვრთნელმა ადრიან სტორტმა წუთშესვენების ასაღები დაფა დააგდო სამსაჯო მაგიდაზე. ცხადია, გოლი არ ჩაითვალა! ტაიმაუტის შემდეგ მიულერმა უკვე ააცილა, დარჩენილ 29 წამში კი ბურთი შევინარჩუნეთ და ასე მოვიგეთ ძალიან რთული მატჩი, რომელიც თითქმის ორი საათი გაგრძელდა.

ხელბურთი. ევრო 2018. პირველი შესარჩევი ეტაპი. B ჯგუფი
30 აპრილი, ქუთაისის სპორტის სასახლე, 18:00

საქართველო-ლუქსემბურგი 17-16

საქ: თევზაძე – ჭანტურია 12/7, ჩიქოვანი 11/4, გოგალაძე 2/2, ტალახაძე 2/1, მაისურაძე 2/1, სიმონია 3/1, წითელიშვილი 3/1, გამზარდია 3/0, გვაზავა, ბეჟანიშვილი (ტორონჯაძე, აბრამიშვილი, გრიშიკაშვილი, დათუკაშვილი) – მწვ: კეკელიძე – ორწუთიანი 4, შვიდმეტრიანი 3/2, დარტყმების ეფექტურობა 45%, შეტევების ეფექტურობა 26%

ლუქ: ოჟე, ჰერმანი – მაისი 6/4, ბოკი 5/3, კოლი 5/3, მიულერი 4/2, შრიოდერი 1/1, პული 1/1, სხოლტენი 2/1, ბარდინა 5/1 ბაუმი, ზეკანი 1/0, ლეი, შაიდი, მარზადორი – მწვ: სტორტი – ორწუთიანი 2, შვიდმეტრიანი 2/1. დარტყმების ეფექტურობა 52%, შეტევების ეფექტურობა 27%
მსაჯები: ძმიტრი ნაბოკაუ, სიარჰეი კულიკი (ბლრ), დელეგატი: დელიან გენჩევი (ბულ)
1200 მაყურებელი

29.10.2014 ესტონეთი – საქართველო 28-26
02.11.2014. საქართველო-ესტონეთი 29-27
30.04.2015. საქართველო-ლუქსემბურგი 17-16

საქართველო 4 ქულა (3 თამაშიდან), ესტონეთი 2 (2), ლუქსემბურგი 0 (1)
პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული
03.05.2015. ლუქსემბურგი – საქართველო
10.06.2015. ლუქსემბურგი-ესტონეთი
13.06. 2015. ესტონეთი-ლუქსემბურგი

A ჯგუფი. კვიპროსი ბელგია 17-26 – საბერძნეთი 4 (2), ბელგია 2 (1), კვიპროსი 0 (3)
B ჯგუფი. კოსოვო-იტალია 22-29 – რუმინეთი 4 (2), იტალია 2 (1), კოსოვო 0 (3)

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორ შეასრულა ჯორდან აიუმ პენალტი “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში (ვიდეო)

19 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდა. მატჩის 72-ე წუთზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი ავტომობილი შეიძეინა ვან დე ბეკმა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შემდე

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა, დონი ვან დე ბეკმა ინგლისურ კლუბში გადასვლის შემდეგ Range Rover შეიძინა, რომელშიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის სამი პრეტენდენტი დასახელდა

უეფამ ის სამი პრეტენდენტი დაასახელა, რომლებიც ევროპის ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის შედგება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა?

ჩემპიონთა ლიგა სულ მალე მოუყრის თავს ევროპის ელიტურ კლუბებს და გულშემატკივრებს მათი დაძაბული შერკინებებისთვის თვალის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” დუგლას კოშტას ტრანსფერზე მუშაობს

იტალიურ პრესაში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ცნობებს თუ დავეყრდნობით, “მაჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებს მკაცრად აქვთ გადაწყვეტილი დუგლას კო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ არიან გოგონები, რომელთა გამოც ინგლისის ნაკრების ორ ფეხბურთელს გუნდი დაატოვებინეს (ფოტო

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა 20 წლის ფილ ფოდენმა (“მანჩესტერ სიტი”) და 18 წლის მეისონ გრინვუდმა (“მანჩესტერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიზმანის ტრანსფერით სამი ბრიტანული გრანდი ინტერესდება

კატალონიის “ბარსელონას” ფრანგი ვარსკვლავი, ანტუან გრიზმანი, სამი ბრიტანული გრანდის ყურადღების ცენტრში მოექცა. Daily Mail-ის ცნობით, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუთგეიტმა ინგლისის ნაკრებიდან ფოდენი და გრინვუდი მოკვეთა

მეისონ გრინვუდი და ფილ ფოდენი ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთეს. როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთელებმა სასტუმროს ნომრებში გოგონები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოუენმა სქოულზს, ლამპარდსა და ჯერარდს შორის საუკეთესო დაასახეალ

ვეტერანმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, მაიკლ ოუენმა საუკეთესო ინგლისელი ნახევარმცველი დაასახელა. ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სქოულზს, ლამპარდსა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ვან დე ბეკი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია

დონი ვან დე ბეკი ამიერიდან “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას დაიცავს. მანჩესტერულმა კლუბმა შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ ამსტერდამის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დე ბეკის მეგობარი გოგონა, რომელიც დენის ბერგკამპის შვილია (ფოტო)

ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეეკის მეგობარი გოგონა ესტელ ბერგკამპია. ესტელი ლეგენდარული ჰოლანდიელი თავდამსხმელის, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრუნო ფერნანდეშმა კრიტიკოსებს უპასუხა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებიც ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მას გოლები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ვან დე ბეეკთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრებისა და ამსტერდამის “აიაქსის” ვარსკვლავი, დონი ვან დე ბეეკი, ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლ პოგბას კორონავირუსი დაუდგინდა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ პოლ პ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი მაგუაირს პირობითი მსჯავრი შეეფარდა, ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი ჰარი მაგუაირი ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთეს. “სამი ლომის” თავკაც გარეტ საუთგეიტის მიერ მიღებული [...
წაკითხვა