“უმკაცრესი ზომებია მისაღები“ – გამოხმაურებები გარიგებულ თამაშებზე

თარიღი: სექტემბერი 27, 2016

16 სექტემბერს, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონცერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში „მერანსა“ და „რუსთავს“ შორის გამართული შეხვედრისას (2:1 მარტვილელთა სასარგებლოდ) უეფადან მიღებული ინფორმაციის თანახმად, არაერთგზის განხორციელდა მატჩის შედეგზე მანიპულირება. უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ფარგლებში მომზადებულ საგანგებო ანგარიშში ხაზგასმული იყო მასპინძლის მოგებასა და 2,5-ზე მეტ გოლზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების დადება მატჩის მიმდინარეობის არაადექვატურად.

სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნულ გუნდებს სანქციები დააკისრა: ორივე გუნდს ამ მატჩში მარცხი ჩაეთვალა 0:3 , დააკლდათ 6-6 ქულა და ასევე ორივე კლუბს დაუწესდათ ჯარიმის სახით 10 000 ლარი .

სფფ-ის შიდა გამოძიება, რომელსა სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური აწარმოებს, ამჟამადაც მიმდინარეობს, საქმე თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ასევე გადაცემულია შსს-სთვის.

ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში, ფედერაციის ხელმძღვანელებსა და მედიის წარმოამდგენლებს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა, სადაც ფეხბურთის ფედერაციამ ჟურნალისტებს აღნიშნული მატჩის ვიდეომასალა გააცნო.

ფაქტია, რომ სფფ-ის ახალმა ხელმძღვანელობამ გარიგებული მატჩების წინააღდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყო. საინტერესოა, თუ რამდენად სწორად მიაჩნიათ სფფ-ს ახალი პოლიტიკა გარიგებულ და ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია ქართულ ფეხბურთში მოღვაწეობენ.

გია გურული (ხობის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელი): „მსგავსი პოლიტიკა ფედერაციის მხრიდან სწორად მიმაჩნია. თუ ნამდვილად მტკიცდება ის, რომ მართლა გარიგებული არის, აუცილებლად ზომები უნდა იყოს მიღებული, თანაც საკმაოდ მკაცრი ზომა, რომ აღარ განმეორდეს სხვაგან.“

გიორგი დევდარიანი (მწვრთნელი): „მაგის გარეშე ფეხბურთს არაფერი არ ეშველება, ეს ერთ-ერთი ის თემაა, რომელიც ვიღაცისთვის და ბევრისთვის შესაძლოა მტკივნეულიც იყოს, მაგრამ ჩემთვისაც რომ იყოს მტკივნეული, მაინც გასაკეთებელია და მოსაშორებელია ეს ყველაფერი ქართული ფეხბურთიდან. ორივე ხელით მივესალმები ფედერაცის აღნიშნულ პოლიტიკას.“

ბექა ნოზაძე (ქართული სპორტის ქომაგები – ლიდერი): „რაც შეეხება ფედერაციის ახალ პოლიტიკას, პირველ რიგში წინა ფედერაციასაც ჰქონდა მსგავსი მცდელობები. გვახსოვს, ალბათ, რამდენიმე ფეხბურთელი დაიჭირეს ამის გამო, იყო გარიგებულ მატჩებზე საუბარი, დაიჭირეს ფეხბურთელები და მსაჯები, თუმცა ამას შემდეგ გაგრძელება აღარ მოჰყოლია. იგივე, ეს მსაჯები და ფეხბურთელებიც რამდენიმე თვეში პირობითი შეთანხმების შედეგად გარეთ გამოუშვეს. გულშეტკივრისთვის, პირველ რიგში მიუღებელია, ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა ჩვენთვის. გამოდის, რომ მივდივართ იმ თამაშზე, რომლის შედეგიც წინასწარ არის ცნობილი. ყოველთვის მივესალმებით მსგავს ნაბიჯებს, იგივე ახალი ფედერაციის მხრიდან, როდესაც ხდება მსგავი ფაქტების გამოვლენა. ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც ტალახში სვრიან ქართულ ფეხბურთს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა ვაპატიოთ. ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, არ უნდა იყოს პატიება – ეს უნდა იყოს ერთგვარი პრეცენდენტი, რომ შემდგომში აღარ გაუჩნდეს ვინმეს სურვილი, მსგავსი რამ გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს არ არის კონკრეტულად მარტო “რუსთავისა” და “მერანის” მატჩის ერთი ფაქტი, ეს არის დიდი სისტემა, ეს არის სისტემის ერთი პატარა გამოვლინება. მარტვილში გამართული მატჩის შემთხვევით არ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი და უნდა გაგრძელდეს, ამას დიდი გამოძიება უნდა მოჰყვეს, რადგან ამ კონკრეტული შემთხვევის უკან დგანან არა შემსრულებლები, არამედ დამკვეთები. სფფ-მ უნდა ითანამშრომლოს აქტიურად შსს-სთან, შესაბამის უწყებებთან, რადგან მხოლოდ ისინი თავიანთი რსურსებით ვერ შეძლებენ ამ ყველაფრის გამოვლინებას. უნდა იყოს ერთიანი მოქმედება და ყველა, ვინც ჩართულია ამ დარღვევებში, ყველა უნდა იყოს გამოვლენილი და დასჯილი. ეს არის გულშემატკივრის პოზიცია, “ქომაგების“ პოზიცია და რა თქმა უნდა ჩემი პირადი პოზიციაც. კარგია რომ ეს პროცესები დაიწყო, მაგრამ ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდეს, არ გაჩერდეს ეს პროცესი. უფრო მეტი და მეტი დამნაშავე და დამრღვევი უნდა გამოვლინდეს, დაისაჯოს შესაბამისი უმკაცრესი ზომებით.“

გია გორგოძე (ჟურნალ „ათიანის“ რედაქტორი): „შეხვედრაზე , სადაც „მერანი“ – „რუსთავის“ შეხვედრის კადრები ვნახეთ, იქვე გვანახეს კოდექსი, სადაც წერია, რომ ფედერაციას ჰქონდა უფლება იმ გადაწყვეტილების მიღები, რაც მიიღო და იმ სადისციპლინო კოდექსზე ყველა გუნდს ხელი აქვს მოწერილი. ამრიგად, სფფ იურიდიულად უფლებამოსილი იყო რომ გადაწყვეტილება მიეღო. ვინც იმ კადრებს ნახავს, იმის მერე აღარ უნდა გაუკვირდეს, თუ რატომ არ დადის მაყურებელი სტადიონზე. ეს არის ფეხბურთის და გულშემატკივრების დაცინვა, თავხედობა და უტიფრობა. სხვათაშორის, რა გადაწყვეტილებაც ჩვენმა ფედერაციამ მიიღო, ასეთივე მიდგომა აქვთ ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში ითქვა, რომ იტალიური ფეხბურთი კორუფციისგან თავისუფლდება და იქაც მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს. ფედერაცია იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სპორტულ ფარგლებში ჯდება, შემდეგ კი გადაეცემა ფაქტები სამართალდამცავ ორგანოებს და ისინი იკვლევენ სისხლის სამართლის დანაშაულს. ეს ფეხბურთის გათახსირება, რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაციამ უნდა აღკვეთოს. ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მოვიდა ახალგაზრდა ხალხი, ახალი თაობა და მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ დაიწყეს ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა.”

მომზადებულია დავით ვარდიაშვილის მიერ

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კახა ცხადაძე 7 ფეხბურთელს ემშვიდობება

ეროვნული ლიგის გავარდნილ “სამტრედიასთან” “დინამო თბილისმა” 0-0 ითამაშა და მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესიმ ლევანდოვსკის მიმართა: “ეს ყველამ იცის და ჩვენ ვთანხმდებით…”

29 ნოემბერს, “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ კარიერაში მე-7 ოქროს ბურთი მოიგო. საკუთარი ჯილდოს მიღების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კიეზასთვის მიუნხენის “ბაიერნიც” იბრძოლებს

ტურინის “იუვენტუსის” რიგებში მოთამაშე ფედერიკო კიეზა, დიდი ალბათობით, იტალიის ფარგლებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გასცდდება. კიეზას [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარისთვის 2021 წელი დასრულებულია, ბრაზილიელი ოპტიმიზმს ინარჩუნებს

“პარი სენ-ჟერმენმა” გასვლაზე “სენტ-ეტიენის” დამარცხება შეძლო (1-3). ამ მატჩში სერხიო რამოსის დებიუტი შედგა, მესიმ საგოლე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვილი სანიოლმა ბათუმის “დინამოს” ჩემპიონობა მიულოცა

ისტორიაში პირველად ბათუმის “დინამო” საქართველოს ჩემპიონია! კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში თბილისის “დინამომ” გასვლით შეხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “მირჩევნია, 1:0 მოვიგო, ვიდრე – 5:0”

“რომამ” იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში “ტორინო” საშინაო არენაზე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემამ ტიერი ანრის რეკორდი დაამხო

ლა ლიგის მე-15 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ კედლებში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “სევილიასთან” (2:1). შესაბამისად, კარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამოსი: “მესი ოქროს ბურთის ფავორიტია, მას წარმატებას ვუსურვებ”

“პარი სენ-ჟერმენის” მცველმა სერხიო რამოსმა ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო რამოსის სადებიუტო მატჩი “პარი სენ-ჟერმენში” (ვიდეო)

სერხიო რამოსმა ტრავმისაგან გამოწვეული ექსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. ესპანელმა მცველმა “პარი სენ-ჟერმენში” სადებიუტო მატჩი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინისიუსის ულამაზესი გოლი “სევილიას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო El golazo de Vinicius Junior ante el Sevilla 🔝🔥#Vinicius #RealMadridSevillaFC#Laliga🇪🇦 pic.twitter.com/2eiKLBmqAw — La […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დრის მერტენსის ულამაზესი გოლი “ლაციოს” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Retweet so everyone can appreciate this Mertens goal. https://t.co/hY2lj96io3 pic.twitter.com/xeQJ4Q1SzR — Socios.com (@socios) [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის მძიმე ტრავმა “სენტ-ეტიენთან” მატჩში (ვიდეო)

Another Injury for Neymar 🤕This one looks scary man🙁💔#Neymar #PSG#Messi #Injury pic.twitter.com/6ibNreYKvl — Iamsoumya07©️ (@iamsoumya07) [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

არჩილ ბერიძე: “ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა!”

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “ჩემს ცხოვრებაში ალბათ [&he...
წაკითხვა