უმტიტი: “აქ ყველა მენდობა და როგორ უნდა წავსულიყავი?!”
დღეს სამუელ უმტიტიმ კატალონიის “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.
დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ, ფრანგმა მოთამაშემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გავაფორმე. ცოტათი ვნერვიულობ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩემი სიზმარი გრძელდება. პირველი დღიდან, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ჩემს სახლში. მიხარია, რომ სწორედ ასეთ ადგილზე ვრჩები. მსიამოვნებს როგორც ამ კლუბში თამაში, ასევე ქალაქში ცხოვრება. აქ ყველა მედნობა და წასვლა არ შემეძლო. ეს ჩემი სახლია. როგორც აქ ჩამოსვლის მომენტი, ასევე “პსჟ”-სთან ჩვენს მოედანზე გამართული თამაში ყველაზე კარგი მომენტებია. ხოლო, “რომასთან” დაპირისპირება ყველაზე ცუდად მახსენდება. გეტვყით, რომ პიკეს ძალიან კარგად ვუგებ და ერთად ბევრს ვიცინით ხოლმე. ის პროგრესში მეხმარება და მასთან ერთად მუშაობა უფრო ხალისიანია,” – ამბობს უმტიტი.