უმცროსი ბორჯღალოსნები | პირველი სამატჩო რაზმი

თარიღი: ივნისი 6, 2016

მზადება დასრულებულია. 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სამატჩო დღემდე 24 საათი რჩება. ხვალ, 7 ივნისს, საქართველოს დროით 22:45 საათზე, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო ახალგაზრდულ ელიტაში იბურთავებენ. პირველივე მატჩში ვერკინებით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს, ახალ ზელანდიელ 20-წლამდელებს.

 

„საქართველოს პირველად ვეთამაშებით და ვიცით, რომ არ მოერიდებიან ფიზიკურ კონტაქტს, ძლიერად ითამაშებენ, შერკინებაში მაგრად მოგავწვებიან და ალბათ ისეთი თამაში მოგვიწევს, როგორც არგენტინის, ან საფრანგეთის წინააღმდეგ. ქართველები დიდები და ღონიერები არიან. შერკინებაში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსგავსი თამაში გვექნება“ – განაცხადა ყოფილმა ოლ ბლექმა, ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა სქოთ რობერთსონმა, რომელმაც სამატჩო რაზმში ხუთი სუპერ რაგბის მოთამაშე დაასახელა.

 

ერთი კვირა მიილია

უკვე ერთი კვირაა რაც უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისში იმყოფებიან. გუნდი მანჩესტერთან ახლოს, ქალაქ ვორინგთონში დასახლდა და იქვე რაგბის კლუბ ვიდნესის ბაზაზე ვარჯიშობს. პირველ ორ დღეს სამწვრთნელო შტაბმა გუნდი შედარებით დაასვენა. მგზავრობის შემდეგ დრო აღდგენას დაეთმო, ხოლო მეორე დღეს მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩატარდა. მას შემდეგ 20-წლამდელები დღეში ორჯერ ვარჯიშობენ. ამ პერიოდში სამწვრთნელო შტაბი დიდ დროს უთმობს დაგეგმარებას. ვარჯიშებიც მაქსიმალურად თამაშთან მიახლოვებულ პირობებსა და დროში მიმდინარეობს.

 

„დაგეგმარების შედეგად არა სავარჯიშო დრო მაქსიმალურად შევამცირეთ. სასტუმროდან შედარებით შორს ვვარჯიშობთ და ამიტომ, გზას დიდი დრო მიაქვს. ვცდილობთ მეტი დრო დავუთმოთ დასვენებას.“ განაცხადა ლადო კილასონიამ, რომლის განცხადებით ზელანდიასთან მატჩის წინ გუნდში არანაირი წნეხი არ იგრძნობა: „ბიჭები მენტალურად ძალიან კარგად არიან. გააზრებული გვაქვს თუ ვის, როგორ დიდ და ძლიერ გუნდს  ვეთამაშებით. ეს ჩვენთვის იქნება დიდი გამოწვევა და თამაში, სადაც ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები უნდა გაიზარდონ.

 

„დიდი ტაქტიკური ცვლილებებისთვის დრო აღარ რჩება. გუნდი გამართულია და ბიჭებმა იციან რა დავალებები უნდა შეასრულონ. შეიძლება ითქვას, რომ ეხლა მიმდინარეობს „ჭანჭიკების მოჭერა“ – პატარ პატარა დეტალებს ვაქცევთ ყურადღებას და ვხვეწავთ, რადგან კარგსა და უკეთეს შორის პატარა დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს“.

 

პირველი კაპიტნის ვარჯიში

მატჩამდე 24 საათით ადრე, ტრადიციულად, კაპიტნის ვარჯიში გაიმართება. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, სამატჩო სტადიონის, პრემიერშიპის კლუბ ‘სეილ შარქსის’ ‘ეი ჯეი ბელის’ ნაცვლად, 20-წლამდელები მასპინძელი რაგბის კლუბ ვიდნესის მოედანზე ივარჯიშებენ, რათა ბიჭები მგზავრობისგან არ გადაიღალონ.

 

„პირველი კაპიტნის ვარჯიშისგან ველით ხარისხს და ხარისხი აისახება დროის სიმცირეზე – რაც უფრო ხანმოკლე გამოგვივა ვარჯიში, მით უფრო კარგი იქნება და რაც მთავარია, ველით კონცენტრაციას. ეს სამი რაღაც – ხარისხი, მოკლე დრო და კონცენტრაცია იქნება დღეს ჩვენი მთავარი მიზანი.“ დასძინა კილასონიამ.

 

ისტორიული დღის სამატჩო რაზმი

20-წლამდელების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე ოპტიმისტურად არის განწყობილი, რის საფუძველსაც ბიჭების ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა აძლევს. ინგლისში გატარებული პირველი კვირის შეფასებისას მან განაცხადა:

 

„შეგუებას და აკლიმატიზაციას დრო დაჭირდა და ამიტომ, პირველი ორი დღე აღდგენას დავუთმეთ. შემდეგ კი დროის ოპტიმიზაციაზე გადავედით და მაქსიმალურად შევამცირეთ ვარჯიშების დრო, რათა ბიჭებმა დააგროვონ ენერგია. ახლა ჩვენი ამოცანაა გადავიმეოროთ ტაქტიკა და სტრატეგია და მაქსიმალურად დავასვენოთ.

 

„ტურნირის რეჟიმი მნიშვნელოვნად განსხვავდება მოსამზადებელი პერიოდისგან, შესაბამისად, მნიშვნელოვანია დეტალების დახვეწაზე მუშაობა, რათა ბიჭები თამაშამდე არ გადაიღალონ. პატარა დოზებით მიმდინარეობს უნარების და ჩვენი სისტემების, შეტევისა და დაცვის დეტალების დახვეწა, რაც მუდმივი პროცესია.

 

„ვეთამაშებით მსოფლიო ჩემპიონს და ბიჭები სუპერ-მოტივირებულნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ ზელანდია მსოფლიო ჩემპიონია, მე არ მეგულება მწვრთნელი, ან მოთამაშე, ვინც წინასწარ წასაგებად გადის მოედანზე. უპირატესობა რა თქმა უნდა მათ მხარეს იქნება, რაც ჩვენთვის კარგიც არის. გავიარეთ ანალიზი, შეძლებისდაგვარად შევისწავლეთ მეტოქის სუსტი და ძლიერი წერტილები და ამის მიხედვით მოვემზადეთ. ვეცდებით მაქსიმალურად დავუპირისპიროთ ჩვენი ძლიერი მხარეები და ვნახოთ ბიჭები როგორ გაართმევენ თავს კრიტიკულ მომენტებს, რაზეც ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.“

 

ძლიერი მხარე

„ამ თამაშში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ზედმიწევნით შევასრულოთ ყველაფერი შერკინებასა და დერეფანში, მოვიპოვოთ უპირატესობა ამ კომპონენტებში და მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი მოწინააღმდეგეს. ზელანდიელები ღია თამაშში ძალიან კარგები არიან, ამიტომ დრო და სივრცე უნდა შევუზღუდოთ და შეძლებისდაგვარად, არ უნდა მივცეთ მეტი სათამაშო დრო და მანძილი. ტექნიკურად ძალიან ძლიერები არიან და შეიძლება ერთი ერთზე უპირატესობა გაგვიკეთონ. ბურთი უნდა შევინარჩუნოთ და ყველაფერი ტექნიკურად კარგად შევასრულოთ. ამ შემთხვევაში შანსები გვექნება.

 

„რა პირველი ხაზითაც დავიწყებთ თამაშს, მასზე არა ნაკლები პირველი ხაზი გვეყოლება მარქაფაში. მეორე და მესამე ხაზშიც უფრო მეტ იმპულს შემოვიტანთ. ბექა გორგაძე და გიორგი ჯავახია მეორე სუნთქვას შეგვმატებენ შეცვლაზე.
„თავისი გამოცდილებით, თავდაჯერებით და უნარებით, ვასილ ლობჟანიძე ძალიან ეფექტური იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლობჟანიძე ხვალ ძალიან კარგად ითამაშებს და გუნდს კარგად წარუძღვება. დარწმუნებული ვარ, ის სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

 

„ცენტრში ძალიან ეფექტური დაცვის მოთამაშე და ამავდროულად ხაზის კარგი გამჭრელი გვყავს – სანდრო ილურიძე, ხოლო მეორე შუამარბი გიორგი კოშაძე, ძალიან კარგი მოაზროვნე მორაგბეა და ჩვენს გუნდში ფაქტობრივად „ხაზის ტვინს“ წარმოადგენს.“

 

სამატჩო რაზმი
საქართველო – ახალი ზელანდია | ეი ჯეი ბელ სთედიუმი, მანჩესტერი
07/06/2016 | 22:45 სთ (საქ. დროით) – პირდაპირი რეპორტაჟი: საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი

უკანა ხაზი, ბექები
15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14. დავით მესხი (არმია), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. სანდრო ილურიძე (აკადემია), 11. სანდრო მერკვილიშვილი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვასილ ლობჟანიძე – კაპ (არმაზი)

 

შერკინება, ფორვარდები

1. ნიკა ნეფარიძე (კლერმონ, საფ), 2. ლაშა საჯაია (ჯიქი), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფ), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. დემურ ეფრემიძე (ყოჩები), 6. ირაკლი ცხადაძე (არმაზი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ბრივ, საფ), 8. ოთარ გიორგაძე (კლერმონ, საფ)

მარქაფა

16. თორნიკე მატარაძე (აია), 17. გიორგი ხუროშვილი (არმაზი), 18. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფ), 19. გიორგი ჯავახია (ლიონ, საფ), 20. ბექა გორგაძე (მონ დე მარსან, საფ), 21. გელა აფრასიძე (ლელო სარასენს), 22. რატი შანიძე (ლელო სარასენს), 23. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები)

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

საქართველოს ნაკრები ქომაგებს იაპონურად დაემშვიდობა (ვიდეო)

11 დეკემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი გამართა. “ბორჯღალოსნები” […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძის ემოციური სიტყვები მილტონ ჰეიგს (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ 2019 წლის მსოფლიო თასზე გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ მილტონ […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “იმედი მაქვს, მომდევნო მსოფლიო თასზე უკეთესად გამოვალთ”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული ბოლო მატჩის შემდეგ კომენტარი […]...
წაკითხვა
რაგბი

სანდრო თოდუას ლელო ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Go Georgia 😂 wow….! #AUSvGEO #RugbyWorldCup pic.twitter.com/wr3p7ZspCx — -🇦🇺🇺🇸🇦🇺- (@Frolencewalters) October 11, 2019...
წაკითხვა
რაგბი

გელა აფრასიძის მძიმე დაზიანება ავსტრალიასთან მატჩში (ვიდეო)

მსოფლიო თასზე, საქართველოსა და ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 51-ე წუთზე გელა აფრასიძემ მოედანზე […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობა, რომლის დაყენებაც შეგ

11 ოქტომბერს ავსტრალიასთან შიზუოკაში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ბორჯრალოსნებმა ჯაბა ბრეგვაძემ, სოსო მათიაშვილმა და [&helli...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ავსტრალიის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი გუნდი 11 […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “ყველა მოთამაშეს და განსაკუთრებით მე, გვრცხვენია”

2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები დასკვნით შეხვედრას 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ავსტრალიის წინააღმდეგ […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ფიჯისთან განცდილი მარცხის (10:45) შემდეგ კომენტარი გააკეთა და ქართველ […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძის ლელო ფიჯის წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო A couple of stunning stereotypical #Fiji tries are countered by the most Mamuka […]...
წაკითხვა
რაგბი

ურუგვაელი მორაგბე საქართველოს ნაკრებთან მატჩში მომხდარის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით

ურუგვაის ნაკრების ბურჯი, ფაკუნდო გატასი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ურუგვაელმა მორაგბემ 29 სექტემბერს საქართველოს წინააღმდეგ გამართულ [&hell...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან გასამართი შეხვედრისათვის შემადგენლობა დაასახელა. ფიჯისთან […...
წაკითხვა
რაგბი

სახალისო ვიდეო: მილტონ ჰეიგი ურუგვაისთან მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელ მილტონ ჰეიგისათვის ურუგვაისთან გამართული მატჩი რთული გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ მას […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა საქართველოს ბოდიში მოუხადეს

რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა ქართულ მხარეს ურუგვაისთან მოგების შემდეგ სტადიონზე ჩართული რუსული სიმღერის გამო ბოდიში […]...
წაკითხვა