უმცროსი ბორჯღალოსნები | რაზმი ირლანდიის წინააღმდეგ

თარიღი: ივნისი 14, 2016

ხვალ, 15 ივნისს, მანჩესტერში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე სამატჩო დღე, ჯგუფური ეტაპის ბოლო რკენები გაიმართება. მესამე ტურში უმცროსი ბორჯღალოსნები ჯგუფის ლიდერს, ირლანდიას შეებმებიან. მატჩი მეორე ტურის მსგავსად მანჩესტერ სისტის აკადემიის სტადიონზე გაიმართება და საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს თიბისი ბანკი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგვთავაზებენ.

ტურნირი 7 ივნისს დაიყწო. პირველ ტურში 20-წლამდე ბორჯღალოსნები დებიუტი შედგა ელიტაში, რომელშიც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს, ახალ ზელანდიელებს შევხვდით. მსოფლიო ჩემპიონთან დებიუტი ურიგო გამოგვივიდა და მატჩი 55:0 დავთმეთ.

ოთხ დღეში უელსს, 20-წლამდე 6 ერის ჩემპიონს ვეთამაშეთ, რომელსაც წინა კვირას ირლანდიასთან უმნიშვნესი თამაში ერთი ქულის სხვაობით – 25:26 წაეგო. უელსელებსაც და უმცროს ბორჯღალოსნებსაც მოტივაცია გაათასმაგებული ჰქონდათ. უელსს მოგება ჭირდებოდა, ჩვენ კი ჩვენი პოტენციალის ჩვენება ჰაერივით  გვინდოდა, რომლის გამოვლენა წინა შეხვედრაში ვერ შევძელით. მატჩამდე უმცროს ბორჯღალოსანთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ განაცხადა, რომ მიზანს მინიმუმ ჩვენი შესაძლებლობების და თამაშის ხარისხის 20-30 პროცენტით გაზრდა წარმოადგენდა.

რკენა დაძაბული გამოდგა და წინა შეხვედრისგან, როგორც ცა და დედამიწა განსხვავდებოდა. პირველი ტაიმი 6:7 დასრულდა უელსელთა სასარგობლოდ, მეორე ტაიმში გუნდებმა თითო თითო ჯარიმის გატანაშეძლეს და საბოლოო ანგარიში 9:10 დაფიქსირდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. გელა აფრასიძეს, რომელმაც 11 ივნისს ნაკრებს ყველა ქულა ჯარიმებით მოუტანა, ბოლო დარტყმა არ გამოუვიდა. მატჩის ვრცელი მიმოხილვა >>>

„წინა მატჩი ერთმნიშვნელოვნად ჩვენ აქტივში უნდა ჩაიწეროს. თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ – ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც რაც მთავარია. ზელანდიის შემდეგ პირველივე დღე დაეთმო აღდგენას და ვიდეოანალიზს. შემდეგ გვქონდა დაცვის ვარჯიში, სადაც ზელანდიასთან დანახული პრობლემების გამოსწორება ვცადეთ – უფრო, რომ ავხსნათ გავშლილიყავით ბოლომდე, მოედნის მთელი სივრცე აგვეღო დაცვაში და მაქსიმალურად წინ ავსულიყავით. დაცვის ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა და მატჩამდე ერთი დღით ადრე გვქონდა კაპიტნის ვარჯიში, რომელმაც ასევე ძალიან კარგად ჩაიარა.“

„ხვალ გველის ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან სერიოზული მატჩი, სადაც კიდევ ერთხელ უნდა მოვუმატოთ ჩვენ თამაშს – წინაზე ჩვენი ამოცანა იყო 20-30 პროცენტით მოგვემატებინა. ხვალაც შემდეგი ნაბიჯიც ეს იქნება, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ.

„კარგად შევისწავლეთ ირლანდიის მატჩი უელსთან. ეს არის ძალიან მოძრავი და ძალიან კარგი გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა მოუგოს კონკრეტულ მოწინააღმდეგეს – კარგად იცის სად არის მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. თუ ამინდი ხელს შეუწყობთ, არ მგონია ჩვენთან „ჯახით“ თავი მოიკლან. შესაბამისად ალბათ უფრო სწრაფ და გაშლილ თამაშს შემოგვთავაზებენ.“ განაცხადა ლადო კილასონიამ.

სატურნირო რაზმში ერთი იძულებითი ცვლილებით

ზელანდიასთან მატჩში მეორე ხაზელ გიორგი ჯავახიას ძველი, კლუბში მიღებული ბარძაყის კუნთის ტრავმა გაუმიზეზდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შემდეგ იგი თავს კარგად გრძნობდა და რამდენჯერმე ივარჯიშა, საბოლოო სამედიცინო შემოწმებამ დააგინა, რომ ამ კონდიციით მისი თამაში და ვარჯიში არ შეიძლება. თუმცა საშიში არაფერია, მას მხოლოდ აღდგენა და რეაბილიტაცია სჭირდება.

ჯავახიას მდგომარეობის გამო, სამწვრთნელო შტაბმა მისი შეცვლა გადაწყვიტა. მის ნაცვლად ტურნირზე რაგბის კლუბ ‘იუნკერების’ მესამე ხაზელ სანდრო მამამთავრიშვილს უხმეს, რომელიც გუნდს ხვალიდან შეუერთდება.

კაპიტნის ვარჯიში

უელსის მატჩის შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ერთი დღე დაისვინეს და პირველად გუშინ ივარჯიშეს. დღეს კი ტრადიციულ კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ. დღესვე სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების სამატჩო რაზმი დაასახელა.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა, რომელიც თავდაჯერებულობას გვმატებს ირლანდიის წინ. გვაქვს ძალიან რთული მატჩი ირლანდიასთან, რომელმაც შეუძლებელი შეძლო – ჯერ უელსს მოუგო, ხოლო შემდეგ სძლია ახალ ზელანდიას და ამით ისტორიაში შევიდა (პირველი ირლანდიის ნაკრებია, რომელმაც შეძლო ზელანდიის დამარცხება). შესაბამისად ფრსიქოლოგიურად ირლანდიელები ძალიან კარგად იქნებიან.

„მათ რვა დღის განმავლობაში ორი ძალიან რთული თამაში ითამაშეს და ალბათ სამწვრთნელო შტაბი დილემის წინაშე იქნება – ჩვენთან დააყენოს იგივე შემადგენლობა თუ შეცვალოს. ძალიან რთული თამაში იქნება და მიმაჩნია, რომ ის გუნდი იმარჯვებს ვისაც მეორე ტაიმის ბოლომდე გამძლეობა ეყოფა. ირლანდიელების ძლიერი მხარე შერკინებაში კარგი თამაშია, რაც ჩვენ ძლიერ მხარედაც შეიძლება ჩაითვალოს. ირლანდიელები თამაშობენ სწრაფ რაქს და ბურთიც კარგად გააქვთ განზე. გუშინდელ ვარჯიშზე და დღეს კაპიტნის ვარჯიშზე დაცვით ტაქტიკებს ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას.“ რაზმის დასახელებამდე განაცხადა ილია მაისურაძემ.

სამატჩო შემადგენლობაში კი ორი ცვლილებაა – სასტარტო თხუტმეტეულში იწყებს კვაჭი ლაშა საჯაია. გიორგი ხუროშვილმა კი მარქაფაში გადაინაცვლა. ძირითადს დაუბრუნდა გუნდის კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე.

სამატჩო რაზმი
საქართველო – ირლანდია | მანჩესტერ სიტის აკადემია, მანჩესტერი
15/06/2016 | 20:30 სთ (საქ. დროით) – პირდაპირი რეპორტაჟი: საზოგადოებრივიმაუწყებლის მე-2 არხი

უკანა ხაზი, ბექები
15. მირიან მოდებაძე (აია), 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი), 11. სანდრო მერკვილიშვილი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვასილ ლობჟანიძე – კაპ (არმაზი)

შერკინება, ფორვარდები

1. თორნიკე მატარაძე (აია), 2. ლაშა საჯაია (ჯიქი), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფ), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. ოთარ გიორგაძე (კლერმონ, საფ), 6. ილია სპანდერაშვილი (არმია), 7. გიორგი ცუცქირიძე (ბრივ, საფ), 8. ბექა გორგაძე (მონ დე მარსან, საფ)

მარქაფა

16. გიორგი ხუროშვილი (არმაზი), 17. ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფ), 19. დემურ ეფრემიძე (ყოჩები), 20. ირაკლი ცხადაძე (არმაზი), 21. გელა აფრასიძე (ლელო სარასენს), 22. სანდრო ილურიძე (აკადემია), 23. რატი შანიძე (ლელო სარასენს)

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა