უნაი ემერი: “არსენალის” მიზანი ევროპა ლიგის მოგებაა”
ლონდონის “არსენალმა” პრემიერ ლიგის 37-ე ტურში უმნიშვნელოვანესი ქულები მე-17 ადგილზე მყოფ “ბრაიტონთან” ორთაბრძოლაში დაკარგა (1:1). მატჩის შემდეგ “მეთოფეთა” თავკაცმა პრესასთან ისაუბრა.
“გამარჯვებას ვიმსახურებდით. ვიცოდით, რომ კარგი გუნდის წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა, ისინი დაცვაში შესანიშნავად მოქმედებდნენ. პირველივე ტაიმში შეგვეძლო სასურველი შედეგის დაფიქსირება, თუმცა ვერ შევძელით.
ჩვენი მიზანი ამ მატჩში გამარჯვების მიღწევა იყო, რათა ოთხეულისთვის ბრძოლა გაგვეგრძელებინა, თუმცა ამის ყოველგვარი შანსი დავკარგეთ. ახლა ჩვენი მიზანი ევროპა ლიგის მოგებაა და ისღა დაგვრჩენია, “ვალენსიასთან” მატჩისთვის მოემზადოთ,” – აცხადებს უნაი ემერი.
შეგახსენებთ, რომ ლონდონური კლუბი ევროპა ლიგის ნახევარფინალში “ვალენსიას” უპირისპირდება. პირველი მატჩი “ემირეიტს სტედიუმზე” “მეთოფეთა” გამარჯვებით (3:1) დასრულდა. ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ისინი “ჩელსი” – “აინტრახტის” წყვილის გამარჯვებულს შეერკინებიან.