უნაი ემერი: “ნეიმარი რომ გვყოლოდა…”
დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით, 1-2 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 2-5 მადრიდელთა სასარგებლოდ). შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე “ბლანკოსი” გავიდა.
დაპირისპირების შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“წინა შევედრაში შანსების 50% ჩვენი იყო. ამ მატჩში კი, სახიფათო მომენტების 60% მათ შექმნეს. გვინდოდა, ცენტრი დაგვეკავებინა და მოედნის სიღრმიდან შეგვეტია. საბოლოოდ, იმედგაცრუებულნი დავრჩით. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ “რეალთან” დავმარცხდით. ისინი უძლიერესები არიან.”
“ნეიმარი რომ გვყოლოდა, არ ვიცით, რა მოხდებოდა. ახლა კი ყველაფერი ცივ გონებაზე უნდა გავაანალიზოთ. გვინდოდა, შემდეგ ეტაპზე გასვლა. ამისთვის დიდი რესურსი იყო ჩადებული კოლექტივში. თუმცა, ძალიან ცუდი შედეგი მივიღეთ. ვულოცავ მეტოქე გუნდს,” – აცხადებს ემერი.