უნაი ემერი: “რონალდუ გუნდური მოთამაშის ეტალონია”
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ მადრიდის “რეალის” სიძლიერეს ხაზი გაუსვა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პარიზულ გუნდს თავისი ლიდერები ჰყავს.
“ტიტულებით თუ ვიმსჯელებთ, “რეალი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. მადრიდელებს შემადგენლობაში დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ. კრიშტიანუ რონალდუ გუნდური მოთამაშის ეტალონია და დიდ მატჩებში თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს. “რეალს” თავისი ლიდერები ჰყავს, ჩვენ – ჩვენი”, – ციტირებს ემერის სიტყვებს “ასი”.
შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე წყვილის პირველი შეხვედრა მადრიდში, 14 თებერვალს ჩატარდება, საპასუხო მატჩს კი პარიზი 6 მარტს უმასპინძლებს.