უნაი ემერი: “თუ “ელ კლასიკოს” ფავორიტი ყავს, მაშინ ეს…”
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი აღიარებს, რომ მადრიდული “ელ კლასიკოსთვის” თვალის დევნებას “სანტიაგო ბერნაბეუდან” აპირებს. შეგახსენებთ, რომ ემერი წლების მანძილზე წვრთნიდა “სევილიას” და შესაბამისად, ამ ორ კლუბსაც ძალიან კარგად იცნობს.
“მინდა ყველასათვის ნათელი გავხადო ის ფაქტი, რომ მადრიდში ჩავდივარ, რათა “ელ კლასიკოს” დავესწრო. ასეთი მატჩის სტადიონიდან ნახვა განსხვავებულ პერსპექტივას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კლუბი კარგად იცნობს ერთმანეთს, ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის.
თუ “ელ კლასიკოს” ფავორიტი ყავს, მაშინ ეს “რეალია” იმის მიუხედავად, რომ სატურნირო ცხრილში მათი ჩამორჩენა საკმაოდ დიდია. “კლასიკოში” გულშემატკივრების ფაქტორი ძალიან დიდია, გარდა ამისა, “რეალს” ეს სამი ქულა ყველაზე მეტად სჭირდება.
თუმცა, ჯერჯერობით “ატლეტიკოს” ჩამოწერაც საშიშია. ასე რომ, “რეალსა” და “ბარსელონას” დიდი სიფრთხილე მართებთ,” – აცხადებს უნაი ემერი.