უნაი ემერი: “მეტი დავიმსახურეთ”
დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა შედგა “სანტიაგო ბერნაბეუზე”: მადრიდის “რეალმა” “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3-1 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ, “პსჟ”-ს მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“კარგი თამაში ჩავატარეთ, მართლა კარგი! მეტი დავიმსახურეთ. ახლა, მეორე მატჩის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. გვქონდა შანსები, თუმცა უმეტესობა მათგანი ვერ გამოვიყენეთ. შედეგი 3-1-ია, თუმცა ეს მატჩს არ ასახავს. ჩემმა გუნდმა მშვენივრად ითამაშა, თუმცა ალბათ ფინალრუი სვლა დაგვაკლდა, სადაც მადრიდულმა გრანდმა გვაჯობა – ეს გადამწყვეტ ფაზაში მოხდა. შეხვედრა მცირე დეტალებით წყდება. ახლა მხოლოდ “ქამბექზე” ვფიქრობ,” –ამბობს ემერი.