უნდა ჩათვლილიყო თუ არა “ანდერლეხტის” გოლი “არსენალის” კარში?
4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე ბელგიურ “ანდერლეხტს” უმასპინძლა და ფრედ 3:3 ითამაშა.
73-ე წუთზე, ვანდენ ბორემ მეტოქის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გოლი გაიტანა, თუმცა როგორც მატჩის შემდეგ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ეს გოლი სულაც არ უნდა ჩათვლილიყო. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ დარტყმის შესრულებამდე “არსენალის” საჯარიმოში ფეხბურთელები უკვე შესულები იყვნენ.